ფერნანდო მაგელანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|ceb}}, {{Link FA|sw}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Ferdinand Magellan.jpg|thumb|ფერნანდო მაგელანი]]
[[ფაილი:Magellan Signature.svg|მინი|]]
'''ფერნანდო მაგელანი''', ''ფერნანდ მაგალიაინში'' ({{lang-pt|Fernão de Magalhães}}, {{lang-es|Fernando ან Hernando de Magallanes}}; დ. [[გაზაფხული]] [[1480]], [[ტრაზ-უჟ-მონტიში და ალტუ-დორუ|ტრაზ-უჟ-მონტიში]], [[პორტუგალია|პორტუგალიის სამეფო]] — გ. [[27 აპრილი]], [[1521]], კ. [[მაქტანი]], [[ფილიპინები]]) — [[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; სასიკვდილოდ დაიჭრა მაქტანის ბრძოლაში [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. თუმცა ის გარდაიცვალა [[მოლუკის კუნძულები]]ს დასავლეთით და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. [[ევროპა|ევროპიდან]] [[აზია]]ში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა [[წყნარი ოკეანე]], რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.
 
[[1519]] წლის 20 სექტემბერს, ხუთი ხომალდი: „ტრინიდადი“, „სან-ანტონიოსი“, „სანტიაგო“, „კონსეფსიონი“ და „ვიქტორია“ სან-პახულიანოს უბეში შევიდნენ. სამი ხომალდის - „ვიქტორიას“, „კონსეფსიონის“ და „სან-ანტონიოსის“ კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა“ და „კონსეფსიონის“ კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს“ კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო“ კლდეზე დაიმსხვრა, ერთი ხომალდი კი უკან გამოეპარა.
 
1520 წელს მეზღვაურებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანში გასასვლელი ვიწრო და დაკლაკნილი [[სრუტე]], რომელსაც შემდგომში [[მაგელანის სრუტე]] ეწოდა.ექსპედიციამ შემოუარა [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკას]] და გავიდა „უცნობ დიდ ზღვაში“, რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდეს.1521 წელს ექსპედიციამ მარიანას და [[ფილიპინები|ფილიპინის]] კუნძულებს მიაღწია. [[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის]] ნაპირებთან მდებარე კუნძულ მაკ-ტანთან ფერნანდო მაგელანი შინა ომში ჩაება და დაიღუპა.
ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა [[ესპანეთი|ესპანეთში]] დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა [[ბასკები|ბასკი]] [[ხუან სებასტიან ელ-კანო]], რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამ მოგზაურობით დადგინდა დედამიწის სფერულობა, ერთიანი მსოფლიო ოკეანის არსებობა და ისიც, რომ დედამიწაზე ოკეანეებს უფრო მეტი ფართობი უკავიათ, ვიდრე ხმელეთს.
 
[[ფაილი:Magellan Elcano Circumnavigation-en.svg|800px|thumb|center|მაგელანის მოგზაურობა, მოგზაურობა დაიწყო ხუთი გემით და ''[[ვიქტორია (ხომალდი)|ვიქტორია]]'' იყო ერთადერთი რომელმაც შეძლო მაგელანის გარდაცვალბიდან 16 თვის შემდეგ უკან დაბრუნება.]]
ხაზი 19:
 
{{DEFAULTSORT:მაგელანი, ფერნანდო}}
 
[[კატეგორია:პორტუგალიელი მკვლევარები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1480]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1521]]
 
{{Link FA|ceb}}
{{Link FA|sw}}
{{Link GA|fr}}
{{Link GA|ja}}