ვერსალის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|mk}}, {{Link FA|sr}} using AWB
ხაზი 34:
შენობა გადაწყვეტილია [[გოტიკური არქიტექტურა|გოტიკურ]], გვიან [[რენესანსი|რენესანსულსა]] და [[ბაროკო|ბაროკოს]] სტილში, ის ერთგვარი ნაზავია „მკაცრად ნორმატიული“ ფრანგული კლასიციზმისა და ევროპული აბსოლუტიზმისა. მთლიანი კომპლექსის კლასიკური იერსახე, ნასესხები ძველი [[საბერძნეთი|საბერძნეთისა]] და [[რომის იმპერია|რომის]] არქიტექტურისაგან - [[ფრონტონი|ფრონტონიანი]] გადახურვით, მოკაზმული სვეტებითა და ორდერებით, ადრეულ ანტიკურ ნაგებობებში გამოიყენებოდა.
 
მთავარი სასახლის ინტერიერი ისტორიულ ფაქტთა ერთგვარი მატიანეა. მისი მთავარი ღირსება დიდი (ე.წ. სარკეთა დარბაზი)[[ნიმვეგენის საზავო ხელშეკრულებები|ნიმვეგენის ხელშეკრულების]] დადებიდან (1678-79 წწ.) მცირე ხანში აშენდა, როცა საფრანგეთმა ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ამ დარბაზს ლუი XVI-ის ყველაზე ღირსშესანიშნავ ძღვნად მიიჩნევენ. ჩვიდმეტი მოსარკული თაღი ამდენივე სარკმლიდან შემოსულ სინათლეს ირეკლავს. სარკეები კი სულ 357-ია. ორივე კედელთან მწობრად ჩალაგდა ქანდაკებები და ფერწერული ტილოები. 30-მდე ეპიკური ტილო მოგვითხრობს დიდებაზე, რომელსაც მთელი ცხოვრება ესწრაფვოდა მეფე-მზე. დარბაზს სიდიადეს ჰმატებს ცნობილი „სარკის კედელი“, რომელიც არეკლილ მზის შუქს მთლიანად ჰფენს ოთახს, გარდა ფანჯრებს ზემოთ მდებარე ნაწილისა. ამბიციური მონარქის ბრძანებით, საფრანგეთის მთავრობის პრივილეგიათა სადემონსტრაციოდ, ლებრენმა ჭერი გრანდიოზული კომპოზიციით შეამკო. აქ მეფე რომაელი იმპერატორის სახითაა წარმოდგენილი, მოპაექრე ძალაზე გამარჯვებული. გამოსახულება შექმნილია სტუკოს, ანუ ხელოვნური მარმარილოს ტექნიკით. მისი იმიტაციისას, ბათქაშის გამოუწვავი თიხის ელფერს, გაპრიალებული თაბაშირის სილბო და ელვარება ემატება. სარკეებიანი დარბაზი არაერთი ისტორიული მოვლენის მოწმეა. 1778 წელს აქ დაიდო ფრანგულ-ამერიკული კავშირი აშშ-ს დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში, აქ აკურთხეს 1871 წელს [[პრუსია|პრუსიის]] [[კაიზერი]] [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერატორი)|ვილჰელმი]] გერმანიის იმპერატორად, 1919 წელს კი [[ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)|ვერსალის საზავო ხელშეკრულება]] გაფორმდა.
 
სარკეთა დარბაზს არც მთავარი სამლოცველო (აგებულია 1699-1710 წლებში) ჩამოუვარდება სიდიადით თუ მშენებლობის ხარისხით, ისევე როგორც დანარჩენი აპარტამენტები. სამეფო აპოლონის სახელობის პალატაში იდგა, თუმცა მეფეს პატივს სამლოცველოში მიაგებდნენ და მონარქის ძალაუფლებაც განსაკუთრებით სამლოცველოს დეკორშია გამოხატული. ფერწერა და სკულპტურა სავსებით შეესაბამებოდა სამეფოს თეოლოგიურ და პოლიტიკურ კონცეფციებს. ის ადსტურებდა, რომ მონარქის ძალაუფლება და მოვალეობები თავად უზენაესი ხელისუფლის - ღმერთის მიერ იყო მონიჭებული.
ხაზი 43:
 
ვერსალის შადრევნები, ტექნიკურადაც და გარეგნულადაც, თავისი ეპოქის გასაოცარ მიღწევებს წარმოადგენენ. გრანდიოზულობითა და მორთულობებით, ხაზთა უჩვეულო წყობით, უბადლოა ქალღმერთ ლეტოსა და მისი ვაჟის - აპოლონის შადრევნები. როგორც აღნიშნავდნენ, ეს შადრევნები იმ დროის კულტურულ საოცრებადაც იქცა.
გრანდ ტრიანონი (დიდი სასახლე) მთავარი სასახლის გვერდითაა, არანაკლებ ძვირფასი და დახვეწილი. საფრანგეთის მთავრობის ვერსალში გადმოსვლისთანავე ლუი XIV-მ, სასახლის ცხოვრებისაგან თავის დასაღწევად და განსამუხტად, ვარდისფერი მარმარილოს შენობა აღმართა. XVIII საუკუნეში მეფე ლუი XVI-მ ნაგებობა მეუღლეს გადასცა. მარია ანტუანეტამ მრავალჯერ გარდაქმნა სასახლის დიზაინი, საბოლოოდ კი ინტერიერი ინგლისურ-ჩინურ ყაიდაზე მოაწყო.
 
შემდგომი პერიოდი სწორედ ლუი XVI-ის ზეობას ემთხვევა. სწორედ მაშინ გაშენდა ტრიანონის ბაღებისა და მარია ანტუანეტას დასახლება. მცირე სასახლის გვერდით საფრანგეთის დედოფალმა კომფორტული ბუდე მოიწყო - „დედოფლის სოფელი“, ეს იყო ფერმის მსგავსი შემოგარენი, ჩალით გადახურული კოტეჯებით. კომპაქტური დასახლება იმავდროულად ადგილობრივ საწარმოსაც წარმოადგენდა და სასახლეს ახალი პროდუქტით ამარაგებდა. მეფისაგან განებივრებული მარია ანტუანეტა უიშვიათესი მცენარეების, წყალსატევისა და ტბის უჩვეულო გარემოცვაში „გლეხური ცხოვრების“ ფუფუნებით ტკბებოდა.
ხაზი 92:
{{Link GA|de}}
{{Link GA|zh}}
{{Link FA|mk}}
{{Link FA|sr}}