ერნან კორტესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|sw}} using AWB
ხაზი 14:
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1485]] წელს [[ესტრემადურა|ესტრემადურის]] ქალაქ [[მედელინი (ესპანეთი)|მედელინში]], რომელიც იმ პერიოდში შედიოდა [[კასტილია|კასტილიის]] შემადგენლობაში. მამამისი უძველესი გვარის შთამომავალი იყო, მაგრამ გაკოტრდა და მსახურობდა ქვეითთა ბრიგადის კაპიტნად. მამის ხაზით იგი [[ნიკოლას დე ოვანდო]]ს, [[ჰაიტი (კუნძული)|ესპანიოლის]] პირველი გუბერნატორის, შორეული ნათესავი, ხოლო დედის ხაზით [[ფრანსისკო პისარო]]ს, [[პერუ]]ს დამპყრობელის, ნათესავი იყო (მისი შთამომავალი, სახელად ასევე ფრანსისკო პისარო, თან ახლავს კორტესს მექსიკის დაპყრობისას).
 
კორტესის ისტორიკოსი [[ფრანსისკო ლოპეს დე გომარა]], მას აღწერს როგორც, სუსტ, ავადმყოფ ბავშვს, რის გამოც გადაუწყვეტია გამხდარიყო იურისტი ან მღვდელი. 14 წლის ასაკში სასწავლებლად შევიდა [[სალამანკის უნივერსიტეტი|სალამანკის უნივერსიტეტში]]. ამ პერიოდის წყაროები შემორჩენილი არაა, მაგრამ როგორც მისი მეფისადმი მიწერ-მოწერით ირკვევა სწავლობდა [[სამართალი|სამართალსა]] და [[ლათინური ენა|ლათინურს]].
 
ორი წლის შემდეგ მიატოვა უნივერსიტეტი, იმედები გაუცრუა საკუთარ მამას, რომელსაც სურდა შვილის სწავლით აემაღლებინა ოჯახის სოციალური სტატუსი. მალევე კორტესმა [[სევილია]]ში დაიწყო მუშაობა ნოტარიუსად. ამ პერიოდში ესპანეთში გავრცელდა ინფორმაცია ახალი სამყაროს აღმოჩენის შესახებ.
 
[[1502]] წელს ერნან კორტესმა გადაწყვიტა თავის შორეულ ნათესავთან, მომავალში კ. ესპანიოლის პირველ გუბერნატორ, [[ნიკოლას დე ოვანდო]]სთან ერთად გამგზავრებულიყო ახალ სამყაროში. თუმცა ამ პერიოდისათვის ვერ შეძლო მიზნების განხორციელება.
 
==ახალი სამყარო==
[[1504]] წელს ერნან კორტესი ჩავიდა [[სანტო-დომინგო]]ში და დარეგისტრირდა როგორც კოლონიზატორი. მიიღო მიწა და სახლის აშენების უფლება. გუბერნატორმა ოვანდომ იგი დანიშნა ქალაქ ასუსის ნოტარიუსად. კორტესი ასევე ჩართული იყო [[ინდიელები]]ს აჯანყების ჩახშობაში, რითაც საკმაოდ გაიუმჯობესა საკუთარი მატერიალური მდგომარეობა.
 
[[1510]] წელს კორტესი გაერთიანდა [[კუბა|კუბის]] დამპყრობელის, [[დიეგო ველასკეს დე კუელიარი|დიეგო ველასკესის]] რაზმში. იგი კორტესს მოწყალების თვალით უყურებდა, რის გამოც 26 წლის კონკისტადორი კოლონიაში ყველაზე ცნობილი პიროვნება გახდა. სულ მალე კორტესი გახდა ველასკესის მდივანი და დაინიშნა [[სანტიაგო-დე-კუბა|სანტიაგო-დე-კუბის]] ალკალდად.
ხაზი 44:
ივნისის ბოლოს, როდესაც კორტესი ტენოჩტიტლანში დაბრუნდა, მას ახალი ამბავი დახვდა: აცტეკებს უკვე ახალი იმპერატორი ყავდათ არჩეული – [[კუიტლაუაკი]]. სულ ცოტა ხნის შემდეგ, [[აცტეკები|აცტეკებმა]] ალყა შემოარტყეს [[მონტესუმა II|მონტესუმას]] სასახლეს, სადაც [[ესპანელები]] იყვნენ დაბანაკებულნი. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კორტესმა, აიძულა მონტესუმა გასულიყო სასახლის აივანზე და დაეშოშმინებინა გააფთრებული აცტეკები და ეთხოვა მათთვის, რომ ესპანელებისთვის მიეცათ საშუალება, რათა უკან, სანაპიროზე მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. ვერაფერმა დააშოშმინა გაშმაგებული აცტეკები, მათ მონტესუმას სიცილი დააყარეს, ქვებისა და შუბების წვიმა დაუშინეს. შედეგად მონტესუმა დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
 
ალყაში მოქცეულ კორტესის ამალას სულ რამდენიმე დღის სამყოფი წყალი და საკვები დარჩენოდა. ამიტომ კორტესმა ალყის გარღვევა გადაწყვიტა.
 
[[1520]] წლის [[30 ივნისი]]ს ღამეს, ესპანელთა გაძლიერებული არმია, შემოვლითი გზებით, აცტეკების მძინარე ქალაქში შევიდა. მაგრამ ისინი ქალაქის დარაჯმა მაინც შენიშნა და განგაშის ზარების რეკვა დაიწყო. ბრძოლა სასტიკი აღმოჩნდა. ბრძოლის პარალელურად, ესპანელებს თან ქალაქის ოქრო გაჰქონდათ ტბაზე სახელდახელოდ მოწყობილი ხიდების საშუალებით. ზოგიერთმა ესპანელმა იმდენად იხარბა, რომ ოქროს სიმძიმემ დასცა და [[ტბა]]ში დაახრჩო.
 
ბრძოლაში კორტესმა მხოლოდ 150 ესპანელი ჯარისკაცი და 2.000 ადგილობრივი მოკავშირე დაკარგა. თვითონ კორტესმა, ალვარადომ და კიდევ რამდენიმე კაცმა ძლივს მოახერხა ტენოჩტიტლანიდან გაქცევა.
 
საბოლოოდ [[1521]] წლის აგვისტოში დაიწყო შტურმი ქალაქზე, ტენოჩტიტლანის დაცვის დროს განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი და გმირობა გამოამჟღავნა [[კუაუტემოკი|კუაუტემოკმა]]. 13 აგვისტოს [[კუაუტემოკი]]ს დამხობის შემდეგ, აცტეკების სამეფო გადაწვეს.
 
==მექსიკის მმართველი==
ხაზი 80:
[[კატეგორია:დაბადებული 1485]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1547]]
 
{{Link FA|sw}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერნან_კორტესი“-დან