ლუი IX: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: El_Greco_052.jpg შეიცვალა El_Greco_-_Saint_Louis_roi_de_France_et_un_page_02.jpg-ით)
No edit summary
ხაზი 2:
'''ლუი IX წმინდა''' ({{lang-fr|Louis IX}}; დ. [[25 აპრილი]],[[1214]] – გ. [[25 აგვისტო]], [[1270]]) — [[საფრანგეთის მეფეების სია|საფრანგეთის მეფე]] [[1226]]-[[1270]] წლებში. [[კაპეტინგები]]ს დინასტიის წარმომადგენელი. [[ლუი VIII|ლუი VIII-სა]] ([[1187]]-[[1226]]) და [[ბლანკა კასტილიელი]]ს შვილი.
 
დედამისის ბლანკა კასტილიელის რეგენტობის (1226-1236 წწ.) დროს ჩააქრეს დიდკაცობის ჯანყი, წარმატებით დასრულდა [[ალბიგოელები]]ს წინააღმდეგ ლაშქრობა. [[1248]] წლის აგვისტოში ლუი IX-მ წამოიწყო [[მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობა]]. [[1250]] წელს მეფე დამარცხდა [[ელ-მანსურის ბრძოლა]]ში და ტყვედ ჩაუვარდა [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] სულთანს. [[1250]] წლის აპრილში დიდი გამოსასყიდით დაიხსნა თავი ტყვეობიდან. გაამაგრა [[ჯვაროსნები|ჯვაროსანთა]] ხელში მყოფი ქალაქები [[სირია]]ში და გამოისყიდა დიდძალი ქრისტიანი ტყვე. [[1259]] წლის [[პარიზის ზავი (1259)|პარიზის ზავით]] [[ინგლისი|ინგლისს]] გიენი დაუტოვა. ინგლისის მეფემ საფრანგეთის ვასალად სცნო თავი და უარი განაცხადა [[პლანტაგენეტები|პლანტაგენეტთა]] დანარჩენ ფრანგულ სამფლობელოებზე.
 
გაატარა მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმები. შეკვეცა სენიორთა სასამართლო უფლებები, [[პარიზი|პარიზში]] შექმნა უზენაესი სასამართლო პალატა (მოგვიანებით ეწოდა პარლამენტი) და უმაღლესი ფინანსური ორგანო - საანგარიშო პალატა. [[1258]] წელს აკრძალა სასამართლო დუელი, სამეფო დომენში - ფეოდალური „კერძო ომები“; დანარჩენ მიწა-წყალზე შემოიღო „მეფის ორმოცი დღე“, რომლის განმავლობაში მოდავეებს შეეძლოთ სამეფო სასამართლოში საქმის გასაჩივრება. სისხლის სამართლის საქმეები, ე. წ. „მეფის შემთხვევები“, დაექვემდებარა მხოლოდ სამეფო სასამართლოს. [[1263]] და [[1265]] წლების ორდონანსებით სავალდებულო გახდა სამეფო მონეტის მიღება მთელს სამეფოში. [[1270]] წლის 1 აგვისტოს ლუი IX-მ წამოიწყო [[მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა]] (ტუნისზე), რომლის დროსაც დაიღუპა შავი ჭირით. [[1297]] წელს პაპმა [[ბონიფაციუს VIII|ბონიფაციუს VIII-მ]] ლუი IX წმინდანად გამოაცხადა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუი_IX“-დან