დავოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 54 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q68097)
'''დავოსი''' ({{lang-de|Davos;}} {{lang-it|Tavate}}) — ქალაქი აღმოსავლეთ [[შვეიცარია]]ში, [[გრაუბიუნდენის კანტონი|გრაუბიუნდენის კანტონის]] ტერიტორიაზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1560 მ სიმაღლეზე. [[2010|2010 წლის]] აღწერის მონაცემებით დავოსში ცხოვრობდა 11,166 ათ. [[ადამიანი]].<ref>[http://www.pxweb.bfs.admin.ch/Dialog/varval.asp?ma=px-d-01-2A01&ti=St%E4ndige+und+Nichtst%E4ndige+Wohnbev%F6lkerung+nach+Region%2C+Geschlecht%2C+Nationalit%E4t+und++Alter&path=../Database/German_01%20-%20Bev%F6lkerung/01.2%20-%20Bev%F6lkerungsstand%20und%20-bewegung/&lang=1&prod=01&openChild=true&secprod=2 Swiss Federal Statistics Office – STAT-TAB Ständige und Nichtständige Wohnbevölkerung nach Region, Geschlecht, Nationalität und Alter (German) accessed 10 December 2011]</ref> მდებარეობს [[რეტის ალპები|რეტის ალპებში]], წიწვიანი ტყითა და ალპური მდელოებით შემოსილი მაღალი მთებით შემოსაზღვრულ განიერ ხეობაში. ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი. [[ევროპა|ევროპის]] ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქი.<ref>[http://www.bestmountaintowns.com/davos/ Bestmountaintowns.com], Retrieved on 2010-01-27</ref> აქ ყოველწლიურად იმართება [[მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი]], რომელსაც ხშირად დავოსის ფორუმს უწოდებენ. აერთიანებს 2 სოფელს: ''დავოს-პლაცს'' და ''დავოს-დორფს'', რომლებიც დავოსის ხეობაში ვრცელდებიან, მდინარე [[ლანდვასერი]]ს ნაპირზე. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება [[1160]] და [[1213]] წლებში. იმ დროს დავოსი [[რეტორომანული ენა|რეტორომანულ ენაზე]] მოსაუბრე ხალხით დასახლდა, თუმცა მოგვიანებით, კერძოდ [[XIII საუკუნე|XIII საუკუნეში]] ამ ტერიტორიაზე გერმანულენოვანმა ხალხმა მოიკიდა ფეხი. [[1860|1860 წლიდან]] ხდება ფეშენებელური კურორტი, ხოლო [[XX საუკუნე|XX საუკუნიდან]] მოყოლებული სპორტის ზამთრის სახეობებათა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ცენტრი.
 
[[1971|1971 წელს]] დავოსში პირველად გაიმართა [[მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი]], სადაც მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლებისპრობლემების განხილვა.
 
დავოსის ფართობია 254.5 [[კმ²]]. ტერიტორიის 37,1% გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებში, [[ტყე]]ებს 19,7% უკავია. [[გზა|გზებსა]] და შენობა-ნაგებობებზე მოდის 2,2%, ხოლო 41% [[მდინარე]]ებზე, [[მყინვარი|მყინვარებსა]] და [[მთა|მთებზე]].
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{ბრიტანიკა|152884}}
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/152884/Davos დავოსი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
 
==სქოლიო==