[[ფაილი:Kutaisi gelati.jpg|thumb|250px|გელათის საკათედრო ტაძარი]]
'''ქუთაის-გაენათის ეპარქია''' - — ეპარქია [[დასავლეთ საქართველო]]ს ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიული [[ეგრის-აფხაზეთის სამეფო]]ს ცენტრალურ ნაწილში,. მოიცავს [[მდინარე]] [[რიონი]]ს ქვემო დინებასა და[[ წყალწითელა]]ს ხეობას, ანუ ქალაქ [[ქუთაისი|ქუთაისსა]] და [[წყალტუბო]]ს მუნიციპალიტეტს. ქუთაის-გაენათის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[მარგვეთის და უბისის ეპარქია|მარგვეთის და უბისის]] , [[ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია|ჭიათურისა და საჩხერის]], დასავლეთიდან - [[ხონისა და სამტრედიის ეპარქია|ხონისა და სამტრედიის]], ჩრდილოეთიდან [[ნიკორწმინდის ეპარქია|ნიკორწმინდის]], [[ცაგერისა და ქვემო სვანეთის ეპარქია|ცაგერისა და ქვემო სვანეთის]], სამხრეთიდან - [[ვანისა და ბაღდათის ეპარქიები|ვანისა და ბაღდათის ეპარქია]].