Charlie Hebdo: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
| ვებ-გვერდი = [http://www.charliehebdo.fr/ charliehebdo.fr]
}}
'''Charlie Hebdo''' (წარმოითქმის: [ʃaʁli ɛbdo], შარლი ებდო, {{lang-ka|„შარლის ყოველკვირეული “ყოველკვირეული“}}) — ფრანგული [[სატირა|სატირული]] ყოველკვირეული ჟურნალი, რომელიც ასახავს კარიკატურებს, რეპორტაჟებს, პოლემიკებსა და ხუმრობებს, რომელთაც ნონკონფორმისტული სტილი აქვთ. აქვეყნებს სტატიებს [[ულტრამემარჯვენეები]]ს, [[კათოლიციზმი]]ს, [[ისლამი]]ს, [[იუდაიზმი]]ს, [[პოლიტიკა|პოლიტიკის]], [[კულტურა|კულტურისა]] და სხვ. შესახებ. დაარსდა 1970 წელს. 1981 წელს შეწყვიტა გამოცემა, ხოლო აღდგა 1992 წელს. შარლი ებდოს მთავარი რედაქტორები იყვნენ: [[ფრანსუა კავანა]] (1969-1981), [[ფილიპ ვალი]] (1992-2009) და [[სტეფან შარბონიე]] (2009-2015). ჟურნალი გამოდის ყოველ [[ოთხშაბათი|ოთხშაბათს]]. სათავო ოფისი მდებარეობს [[საფრანგეთი]]ს დედაქალაქ [[პარიზი|პარიზში]]. შარლი ებდო საფრანგეთში მიჩნეულია თავისუფალი პრესის სიმბოლოდ.<ref name="შარლი ებდო">[http://ru.rfi.fr/frantsiya/20150107-sharli-ebdo-simvol-svobodnoi-pressy-vo-frantsii/ შარლი ებდო — საფრანგეთის თავისუფალი პრესის სიმბოლო]</ref>
 
ტერორისტული შეტევა გამომცემლობაზე ორჯერ, 2011 და 2015 წლებში განხორციელდა. ჟურნალი ცნობილია წინასწარმეტყველ [[მუჰამედი]]ს კარიკატურებთან დაკავშირებული სკანდალით 2006 წელს, როდესაც იმავე წლის [[თებერვალი|თებერვალში]] გამოქვეყნდა მუჰამედის 12 კარიკატურა, რომელმაც ფართო პროტესტი გამოიწვია მუსლიმანურ სამყაროში; მას შემდეგ რედაქცია შარლი ებდო მუდმივად ღებულობდა თავისი მისამართით მუქარას. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, გამომცემლობის ყველაზე ცნობილი კარიკატურისტები აგრძელებდნენ თავიანთი ნახატების გამოქვეყნებას, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოღვაწე რელიგიური ფანატიკოსების წინააღმდეგ.<ref name="შარლი ებდო" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Charlie_Hebdo“-დან