ჟან-პოლ სარტრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Luminoland-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 45:
 
== შემოქმედება ==
=== გულისრევა ===
 
გულისრევა (ფრანგულად - [http://fr.wikipedia.org/wiki/La_Naus%C3%A9e La Nausée]) ჟან-პოლ სარტრის ფილოსოფიური და ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 1938 წელს გამოქვეყნდა. სწორედ ამ წიგნით, რომელიც სარტრის პირველი რომანია, მოიხვეჭა ავტორმა სახელი. 1950 წელს ეს რომანი ნახევარი საუკუნის საუკეთესო რომანების გრანპრის სიაში შევიდა ([https://fr.wikipedia.org/wiki/Grand_prix_des_Meilleurs_romans_du_demi-si%C3%A8cle Grand prix des Meilleurs romans du demi-siècle]).
 
==== შინაარსი ====
ანტუან როკანტენი, 35 წლის დაუოჯახებელი მამაკაცი, მარტო ცხოვრობს ბუვილში, გამოგონილი ქალაქი, რომელიც ჰავრს ([https://fr.wikipedia.org/wiki/Le_Havre le Havre]) მოგვაგონებს. იგი მუშაობს XVIII საუკუნის არისტოკრატის მარკიზი დე როლბონის (Rollebon) ცხოვრებაზე, მას შემდეგ, რაც მიატოვა სამუშაო ინდოჩინეთში, მოგზაურობებისგან და თავგადასავლებისგან დაღლილმა. გაცნობიერების პროცესი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი აზრთაგანია სარტრის წიგნში. როკანტენი წერს დღიურს და სწორედ მისი ტექსტით იქმნება რომანი, რომელიც პირველ პირშია დაწერილი. იგი თანდათანობით გაიაზრებს, რომ მისი დამოკიდებულება ჩვეულებრივ საგნებთან შეიცვალა და თავის თავს ეკითხება რაში მდგომარეობს ეს ცვლილება. ყველაფერი უსიამოვნო ეჩვენება და ხშირად ეუფლება გულისრევის შეგრძნება და მხოლოდ ზიზღს გრძნობს. მას აღარავინ უყვარს, ბიბლიოთეკაში “შეხვედრის” მიუხედავად თვითნასწავლთან, რომელსაც ესაუბრება თავისი ინდივიდუალიზმის ჰუმანიზმთან დაპირისპირებით. როკანტენი გრძნობს, რომ შორდება ყველაფერს, რაც მის გარშემოა. როკანტენისთვის აუტანელი გახდა ბუვილის ბურჟუაზია, ისევე როგორც მარკიზი დე როლბონი, რომელიც უინტერესო გახდა მისთვის, რადგანაც “ისტორია მხოლოდ ადრე არსებულზე საუბრობს, და ამჟამად არსებული ვერასოდეს გაამართლებს სხვა არსებულის არსებობას.” იგი ასევე წყვეტს თავის წიგნზე მუშაობას. სწორედ თავისი წიგნის ერთ-ერთ ყველაზე ფილოსოფიურ პასაჟში, იგი აღწერს იმას, თუ როგორ აცნობიერებს არსებობას, იმას, რომ არსებობს ისევე, როგორც ყველაფერი რაც მის გარშემოა. მისი ახალი ხედვები მთლიანად ცვლის მის ყოფნას. თავის ყოფილ სატრფოსთან, ანისთან შეხვედრის დროს, თავისი შთაბეჭდილებების გაზიარების შემდეგ ანი მიემგზავრება და იგი სრულიად მარტო რჩება, და იგი აღარაფრისთვის და აღარავისთვის აღარ არსებობს. მას მხოლოდ წარმოსახვა დაეხმარება შესაძლოა იმაში, რომ მოწყდეს გულისრევას და რომანის წერას, დაეხმარება არსებობის მიღებაში.
 
== ფილოსოფია ==
სარტრის შემოქმედებაში მთავარი მისი [[ფილოსოფია]]ა. ეს არის [[ეგზისტენციალიზმი]], რომლის მთელი აზრი სარტრთან ერთ ფრაზაშია მოქცეული: „არსებობა წინ უსწრებს არსს.“ ესე იგი, ადამიანი ჯერ არსებობს და შემეგ განსაზღვრავს თავის თავს. არ არსებობს არანაირი წინასწარ გასაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზევეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი „განწირულია თავისუფლებისთვის“. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია. ასე რომ, სარტრის ფილოსოფია მოქმედებისკენ მიისწრაფვის. არჩევანის გაკეთებას სარტრთან ანგაჟირება ეწოდება. სანამ ამას გააკეთებს, ადამიანი მხოლოდ არსებობაა, ანუ en-soi, ხოლო როცა იწყებს მოქმედებას, ხდება pour-soi. მაგრამ ეს უკანასკნელი, ანუ თავისივე შექმნილი სამყარო საფრთხეში ვარდება, როცა იგი გარდაიქცევა სხვათა დაკვირვების ობიექტად. აქედან გამომდინარეობს სარტრის ცნობილი ფრაზა: „ჯოჯოხეთი სხვებია.“ ამდენად, ადამიანი მუდმივ საფრთხეშია, ჩაკეტილია საკუთარ თავში იმის შიშით, რომ სხვები მას დაანგრევენ. აქედან გამომდინარე არსებობა სრული აბსურდია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან-პოლ_სარტრი“-დან