სოციალისტური შრომის გმირი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

23:26, 10 დეკემბერი 2005-ის ვერსია

სოციალისტური შრომის გმირი, საპატიო წოდება ყოფილ სსრ კავშირში, წარჩინების უმაღლესი ჯილდო შრომითი საქმიანობისათვის. დაწესებულია სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1938 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულებით. ანიჭებდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი ნოვატორული საქმიანობით ხელი შეუწყვეს სსრკ მრეწველობის, სოფლის მეურნეობას, კულტურას თუ მეცნიერების აღმავლობას. სოციალისტური შრომის გმირს გადაეცემა სსრკ-ის უმაღლესი ჯილდო - ლენინის ორდენი, ოქროს მედალი "ნამგალი და ურო" და სსრკ-ის უმაღლესი საბჭოთა პრეზიდიუმის სიგელი. ორგზის სოციალისტური შრომის გმირს თავის სამშობლოში აუგებენ ბრინჯაოს ძეგლს. სოციალისტური შრომის გმირის ჩამორთმევა შეუძლო მხოლოდ სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.