შესწორებული იულიუსის კალენდარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
 
თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო [[აღდგომა|აღდგომის]] ახალი კალენდრის მიხედვით აღნიშვნაც, თუმცა რაკი რამდენიმე ეკლესია ძველ კალენდარზე დარჩა, გადაწყდა, რომ აღდგომისა და სხვა მოძრავი დღესასწაულების ახალი კალენდრით აღნიშვნა გადავადებულიყო ყოველ მართლმადიდებელ ეკლესიაში მანამ, სანამ ყველგან არ მოხდება ძველი კალენდრის ჩანაცვლება ახლით. აღდგომის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული დღესასწაულის აღვნიშვნისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა არა თარიღის ასტრონომიულ სიზუსტეს, არამედ მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობას — პრინციპულად დადგინდა, რომ ეს დღესასწაული ყველამ ერთსა და იმავე დღეს უნდა აღნიშნოს.
 
=== შესწორებული იულიუსის კალენდარი საქართველოს ეკლესიაში ===
საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ [[1923]] წლის [[24 ოქტომბერი|24 ოქტომბერს]] [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები|კათოლიკოს-პატრიარქ]] [[ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)|ამბროსის]] ლოცვა-კურთხევით (რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა), გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც უძრავი დღესასწაულები [[1923]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბრიდან]] უნდა აღნიშნულიყო ახალი კალენდრით, ხოლო მოძრავი — ძველი სტილით. ეს განჩინება რეალურადაც განხორციელდა და [[1923]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბრიდან]] [[1925]] წლის [[11 მარტი|11 მარტამდე]] [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია]] შესწორებულ იულიუსის კალენდარს გამოიყენებდა.
 
როგორც კათოლიკოს-პატრიარქი [[კალისტრატე (კათოლიკოს-პატრიარქი)|კალისტრატე (ცინცაძე)]] მოგვიანებით თავის ნაშრომში „მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან“ წერს, საქართველოს ეკლესიის ულტრარეფორმისტულად განწყობილმა ჯგუფმა მოინდომა, ახალი სტილით აღენიშნათ [[აღდგომა|აღდგომის]] დღესასწაულიც, რაც ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს განჩინებას, აგრეთვე საერთო მართლმადიდებლურ პრაქტიკას. სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესი ნაწილი უარყოფითად შეხვდა აღდგომის თარიღის თვითნებურად შესწორებას, რამაც საყოველთაო მღელვარება გამოიწვია ეკლესიაში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საპატიმროდან ახლად გამოსულმა კათოლიკოს-პატრიარქმა [[ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)|ამბროსიმ]] გადაწყვიტა, დროებით შეეჩერებინა შესწორებული კალენდრის მოქმედება და [[1925]] წლის [[11 მარტი|11 მარტს]] საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება ძველ სტილზე დროებით დაბრუნების შესახებ.