პირის ღრუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
== პირის ღრუს ლორწოვანი ==
პირის ღრუს ლორწოვანი შედგება სამი შრისგან : ეპითელური, საკუთრივ ლორწოვანი გარსი და ლორწოსქვეშა ჩანაფენი.
==== ეპითელიუმი ====
 
პირის ღრუს ეპითელიუმი წარმოადგენს მრავალშრიან ბრტყელ ეპითელიუმს და შედგება ბაზალური და წვეტიანი შრეებისაგან. პირის ღრუს ნორმალური ლორწოვანი გარსი გარქოვანებას არ განიცდის. თუმცა არის უბნები, სადაც იგი განიცდის სრულ ან ნაწილობრივ გარქოვანებას. ძირითადად ეს არის ის ადგილები, რომლებიც განიცდიან ყველაზე მეტ მექანიკურ, ქიმიურ ან ფიზიკურ დატვირთვას. გარქოვანების ადგილებში წარმოიქმნება მარცვლოვანი შრე, რომელიც შეიცავს კერატოჰიალინურ მარცვლებს. ეპითელიუმის გარქოვანების გარეშე აღნიშნული შრე არ წარმოიქმნება. ეპითელიუმის ბაზალური შრის უჯრედებს შორის არის ლეიკოციტები, რომლებიც პირის ღრუში ხვდებიან ღრძილის ღარისა და ეპითელიუმის გავლით.
 
==== საკუთრივ ლორწოვანი გარსი ====
საკუთრივ ლორწოვანი გარსი წარმოდგენილია მკვრივი შემაერთებელი ქსოვილით, რომელიც შედგება ძირითადი ნივთიერებისგან (გლიკოპროტეიდები და მუკოპოლისაქარიდები), ბოჭკოვანი სტრუქტურებისა([[კოლაგენი]] , არგიროფილური) და უჯრედებისაგან ([[ფიბრობლასტი]], [[მაკროფაგი]], [[პოხიერი უჯრედები]]).
 
==== ლორწოსქვეშა ჩანაფენი ====
ლორწოსქვეშა ჩანაფენი წარმოდგენილია შედარებით ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისაგან.
==== ინერვაცია და სისხლმომარაგება ====
სასის, ტუჩების, ლოყების ლორწოვანი გარსის, აგრეთვე, კბილებისა და ენის წინა 2/3 -ის მგრძნობიარე ინერვაციას ანხორციელებს [[სამწვერა ნერვი]]. ენის უკანა მესამედის მგრძნობიარე ნერვია ენა-ხახის ნერვი (IX წყვილი), რომელიც გარდა ამისა აღიქვამს ამ ნაწილის გემოვნებით გაღიზიანებასაც. პირის ღრუს ორგანოების სისხლმომარაგებას ანხორციელებს გარეთა საძილე არტერიის აუზი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.medgeo.net/2009/11/25/oral_cavity/ პირის ღრუ (ქართული]
Line 28 ⟶ 29:
==ლიტერატურა==
* „თერაპიული სტომატოლოგია“ ე.ბოროვსკი, ვ.ივანოვი, ი.მაქსიმოვსკი, ლ.მაქსიმოვსკაია. გამომცემლობა ,,მთაწმინდელი". თბილისი 2001
 
[[კატეგორია:პირის ღრუ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პირის_ღრუ“-დან