რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ურთიერთობები 1491-1783 წლებში: clean up, replaced: ქონდათ → ჰქონდათ using AWB
clean up, replaced: არანაერი → არანაირი (3) using AWB
ხაზი 15:
კახეთის მეფის პრორუსული განწყობების შესახებ იცოდნენ [[სპარსეთი|სპარსეთში]] რომლის [[ვასალი]]ც იყო ალექსანდრე II, ამიტომ [[შაჰ-აბას I]] გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შეეცვალა ხელისუფლება კახეთში და პრორუსული ალექსანდრეს ნაცვლად მისი სპარსეთში გაზრდილი შვილი გაემეფებინა, რომელიც შაჰის ერთგულებით გამოირჩეოდა. [[1605]] წელს სპარსელების დახმარებით [[კონსტანტინე I (კახეთის მეფე)|კონსტანტინემ]] მოკლა თავისი მამა და ძმა [[გიორგი ბატონიშვილი, ალექსანდრე II-ის ვაჟი|გიორგი]], თვითონ კი თავი მეფედ გამოაცხადა კონსტანტინე I-ის სახელით. მან მაშინვე გაწყვიტა ურთიერთობები რუსეთთან, რითაც დაასრულა კახეთის ნახევარსაუკონავანი პრორუსული პოლიტიკა.

XVII საუკუნის განმავლობაში [[საქართველო]]ში რუსეთის მიმართ ინტერესი გაიზარდა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას, კახეთის გარდა [[იმერეთი]]ს და [[სამეგრელო]]ს მეფე-მთავრებიც შეეცადნენ.თუმცა ეს ურთიერთობები არ იყო მყარი და იცვლებოდა ამ სამეფო-სამთავროებში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად.ასე მაგალითად რუსეთთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ კახეთის მეფე [[თეიმურაზ I]], იმერეთის მეფე [[ალექსანდრე III]], სამეგრელოს მთავარი [[ლევან II დადიანი]]. ყველა მათგანი რუსეთს [[ოსმალეთი]]ს და [[სპარსეთი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას თხოვდნენ, [[რუსეთი]] ისე როგორც ადრე აიმედებდა მათ, პირდებოდა სამხედრო დახმარებას და სანაცვლოდ მათგან ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვდა. თუმცა არცერთ მათგანს რეალურად არანაერიარანაირი სამხედრო დახმარება არ გაუწია, მეტიც ამ მეფე-მთავრების პრორუსული პოლიტიკა გაღიზიანებას იწვევდა [[სტამბოლი|სტამბოლში]] და [[ისპაჰანი|ისპაჰანში]], რაც ხშირ შემთხვევაში მათი სამხედრო კამპანიებით ან გადატრიალებებით სრულდებოდა რის შედეგადაც ხელისუფლებაში მათთვის მისაღები კანდიდატები მოჰყავდათ.
იმის გამო რომ რუსეთი არანაერ რეალურ სამხედრო დახმარებას არ უწევდა საქართველოს, მეფე-მთავრების მეორე ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ და მასთან ყოველგვარი ურთიერთობებისგან თავს იკავებდა ამ მხრივ გამოირჩეოდნენ ქართლის მეფეები [[როსტომი]] და [[ვახტანგ V]] რომლებიც სპარსეთთან ვასალური ურთიერთობების დამყარებას ამჯობინებდნენ, რაც მათ ქართლის სამეფოსთვის ომების აცილების და მშვიდად განვითარების საშუალებას აძლევდა.სხვა მეფეები კი მაგალითად ისეთები როგორც [[გიორგი XI]] იყო, მართალია ეომებოდნენ სპარსეთს მაგრამ რუსეთიდან დახმარების მიღების იდეა უტოპიად ეჩვენებოდათ და შესაბამისად არც მიმართავდნენ მოსკოვს დახმარების თხოვნით.
[[ფაილი:Vakhtang VI (European clothes).jpg|მინი|ქართლის მეფე ვახტანგ VI (1716-1724) წ.წ.]]
[[XVIII საუკუნე]]ში საქართველოს და რუსეთს შორის კიდევ უფრო გააქტიურდა დიპლომატიური ურთიერთობები, რაც გამოწვეული იყო რუსეთის შესამჩნევი გაძლიერებით, რამაც რუსეთიდან დახმარების მიღების იმედი უფრო გაუძლიერა საქართველოს სხვადასხვა მეფე-მთავრებს.XVIII საუკუნის პირველ ნახევარში პრორუსული პოლიტიკის ყველაზე აქტიური გამტარებელი საქართველოში იყო ქართლის მეფე [[ვახტანგ VI]], რომელმაც შეცვალა ქართლის სამეფოს ტრადიციული რუსეთის მიმართ უნდობლობის პოლიტიკა.აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ვახტანგს თავდაპირველად მსოფლიოში იმ დროს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს [[საფრანგეთი]]ს იმედი უფრო ჰქონდა, და მას მიმართა დახმარების თხოვნით, მაგრამ მას შემდეგ რაც უარი მიიღო რუსეთზე დაამყარა იმედები,რუსეთი საფრანგეთისგან განსხვავებით დაპირდა ვახტანგს რომ აღმოუჩენდა სამხედრო დახმარებას და მოუწოდა მას შეეგროვებინა ქართლის ლაშქარი სპარსეთში გასალაშქრებლად.

[[ფაილი:Peter der-Grosse 1838.jpg|მინი|რუსეთის იმპერატორი პეტრე I (1682-1725) წ.წ]]
ხაზი 22:
[[1769]] წელს [[ეკატერინე II]] გადაწყვიტა საქართველოში საექსპედიციო კორპუსი გამოეგზავნა გენერალ [[ტოტლებენი]]ს მეთაურობით.გეგმის თანახმად ტოტლებენი უნდა დახმარებოდა სოლომონ I, ოსმალების მიერ უკანასკნელი ლაშქრობის შემდეგ დაკავებული ციხე-სიმაგრეების გათავისუფლებაში.ასევე უნდა წაეხალისებინა საქართველოს მეფე-მთავრები ოსმალეთის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედებებისაკენ.კერძოდ საიმპერატორო კარი იმედოვნებდა რომ ქართველები აწარმოებდნენ დივერსიულ ომს ოსმალეთის წინააღმდეგ ანუ მოაწყობდნენ თარეშს საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე თურქულ პროვინციებში, რითაც სერიოზულ მატერიალურ და სამხედრო ზარალს მიაყენებდნენ "ბრწყინვალე პორტას" და აიძულებდნენ მას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კავკასიისთვის და უფრო მეტი სამხედრო გამოეგზავნა საზღვრების დასაცავად ამ მხარეში. ყოველივე ამაში რუსეთის როლი უნდა ყოფილიყო მორალური დახმარება და მცირედი სამხედრო თანადგომა, ეკატერინე II ტოტლებენს უბრძანა ეომა "რუსული სულით და ქართული ხორცით".ასევე ტოტლებენს მკაცრად მოთხოვეს არ ჩართულიყო არავითარ შემთხვევაში ფართომასშტაბიან ომში და არ მიეცა არც ერეკლე II და არც სოლომონ I საშუალება დივერსიების გარდა სერიოზული საომარი მოქმედებები დაეწყოთ მტრის ტერიტორიაზე.ამ ინსტრუქციების შესახებ არაფერი იცოდნენ საქართველოში და როგორც ქართლ-კახეთში ასევე იმერეთში იმედოვნებდნენ რომ ტოტლებენი ქართველებს დაეხმარებოდა [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში, რომელიც XVI საუკუნიდან [[თურქები|თურქებს]] ჰქონდათ დაპყრობილი.

[[ფაილი:Lesser Coat of Arms of Russian Empire.svg|მინი|რუსეთის იმპერიის მცირე გერბი (XIX-XX) ს.ს.]]
1769 წლის სექტემბერში პირველი რუსული სამხედრო შენაერთები საქართველოში ჩამოვიდნენ. იმავე წლის ოქტომბერში ტოტლებენმა და სოლომონ I ალყა შემაორტყეს [[შორაპნის ციხე]]ს, მაგრამ ტოტლებენმა მოულოდნელად მოხსნა ალყა და აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა. როდესაც ერეკლე II დარწმუნდა რომ ეკატერინე II მართლა აგზავნიდა თავის სამხედროებს საქართველოში, ისიც ჩაერთო რუსეთ-ოსმალეთის ომში და [[1770]] წელს [[ახალციხის საფაშო]]ში შეიჭრა თავის ლაშქართან ერთად მას თან ახლდა ტოტლებენიც, თუმცა აქაც განმეორდა ის რაც შორაპნის ალყისას მოხდა ტოტლებენმა მოულოდნელად მიატოვა ერეკლე გადამწყვეტი ბრძოლის წინ.ქართლ-კახეთის და ოსმალეთის არმიებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა [[ასპინძა]]სთან 25 აპრილს სადაც ქართველებმა ერეკლეს მეთაურობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ბრძოლის მოგების მიუხედავად ერეკლე II იძულებული გახდა საჩქაროდ უკან დაბრუნებულიყო რადგან ტოტლებენმა მის არყოფნაში ქართლ-კახეთის მოსახლეობის რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება დაიწყო, ხოლო თავადებს ერეკლეს საწინააღმდეგოდ აქეზებდა.მეფის დაბრუნების შემდეგ ტოტლებენმა დატოვა ქართლ-კახეთი და კვლავ იმერეთში გადავიდა, სადაც სოლომონთან ერთად აიღო შორაპნის,[[ცუცხვათი]]ს და [[ბაღდათი]]ს ციხეები ამის შემდეგ მოკავშირეებმა ერთობლივი ძალებით შემოარტყეს ალყა [[ქუთაისი|ქუთაისს]]. ტოტლებენმა სოლომონთან შეუთახმებლად გააპარა ციხიდან გარნიზონი რითაც იხსნა ისინი სრული განადგურებისგან, ამ ფაქტმა სოლომონს და ტოტლებენს შორის ურთიერთობა გაამწვავა, უთანხმოებამ უფრო სერიოზული ხასიათი მიიღო მას შემდეგ რაც ტოტლებენმა ასევე სოლომონთან შეუთახმებლად ალყა შემოარტყა [[ფოთი]]ს ციხეს 1770 წლის 3 ოქტომბერს, რუსებმა ციხის აღება ვერ მოახერხეს და [[1771]] წლის 6 თებერვალს ალყა მოხსნეს. ტოტლებენს და სოლომონ I შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა რომ რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა შეეცვალა ტოტლებენი ხოლო მის ნაცვლად [[სუხოტინი]] გამოეგზავნა.თუმცა არც სუხოტინს უმოქმედია წარმატებულად საქართველოში და 1771 წელს რუსეთის ხელისუფლებამ , 4000 სამხედროსგან შემდგარი კორპუსი სამშობლოში გაიწვია.
ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოები, რუსეთის სამხედრო კონტიგენტის [[საქართველო]]დან წასვლის მიუხედავად მაინც აგრძელებდნენ იმპერატორისთვის მიცემული პირობის შესრულებას და [[ოსმალეთი]]ს წინააღმდეგ საომარი მოქმედებები არ შეუწყვეტიათ.[[1773]] წელს [[სოლომონ I]] და [[ერეკლე II]] გაერთიანებული ძალებით გაილაშქრეს [[ახალციხის საფაშო]]ში.ლაშქრობა თავდაპირველად წარმატებით მიმდინარეობდა [[ქართველები]]სთვის, მაგრამ სოლომონ I მოულოდნელად ავად გახდა რის გამოც მოკავშირეებს უკან დაბრუნება მოუწიათ.სულთანმა საპასუხოდ [[1774]] წელს იმერეთში 4 000 მეომრისგან შემდგარი არმია გამოგზავნა, რომელსაც სოლომონი უნდა დაემხო.1774 წლის [[6 თებერვალი|6 თებერვალს]] გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა [[ჩხერი|ჩხერთან]],სადაც იმერეთის არმიამ ჩასაფრება მოუწყო თურქებს, ბრძოლა [[თურქები]]ს სრული განადგურებით დასრულდა.იმავე წელს რუსეთს და ოსმალეთს შორის ომი დასრულდა, საზავო ხელშეკრულებაში მოხსენიებული იყო აგრეთვე იმერეთიც.ზავის მიხედვით რუსეთი ცნობდა ოსმალეთის უზენაესობას იმერეთის სამეფოზე და მთელ [[დასავლეთ საქართველო]]ზე, ასევე უბრუნებდა ოსმალებს იმ ციხე-სიმაგრეებს რომლებიც რუსეთის და იმერეთის ლაშქრებმა ერთობლივად აიღეს(თუმცა თურქებმა ამ ციხეების დაბრუნება ვეღარ შეძლეს, რადგან ისინი სოლომონ I ბრძანებით დაანგრიეს).სამაგიეროდ [[სტამბოლი]] ამიერიდან აღარ შეავიწროებდა ქრისტიანულ ეკლესიას, ასევე უარს ამბობდა ყოველგვარ ხარკზე.ეს მნიშვნელოვანი წარმატებები იმერეთის სამეფომ მოიპოვა პიველ რიგში იმერეთის მეფის სოლომონ I გამბედავი პოლიტიკის და ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირვის შედეგად.საზავო ხელშეკრულებაში არაფერი იყო ნათქვამი მესხეთზე, რომლის გათავისუფლებისთვის ასე თავგანწირვით იბრძოდნენ როგორც [[იმერეთი]]ს ასევე [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ები.შეიძლება ითქვას რომ რუსეთს 1770-ან წლებში საქართველოს სამეფო-სამთავროების ბრძოლაში ოსმალეთის წინააღმდეგ ფაქტობრივად არანაერიარანაირი მონაწილეობა არ მიუღია, რამდენიმე ციხის ერთობლივად აღების გარდა,ხოლო ყველა გადამწყვეტ მომენტში(მაგ.[[ასპინძის ბრძოლა]]) უღალატა საქართველოს, რაც მთავარია საერთოდ არ დახმარებია საქართველოს მეფე-მთავრებს ძირითადი მიზნის მიღწევაში, [[მესხეთი]]ს გათავისუფლებაში.

== გეორგიევსკის ტრაქტატი ==
ხაზი 33:

== ურთიერთობები 1783-1800 წლებში ==
[[საქართველო]]ში ტრაქტატის გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ,გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული მოლოდინები ფუჭი აღმოჩნდა რაც მალე დადასტურდა. რუსეთი არ აპირებდა სრულად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.ამავე დროს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის პროტექტორატში შესვლით უკმაყოფილო [[ოსმალეთი]]ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაესაჯა [[ერეკლე II]], საამისოდ მან მოუწოდა [[ჩრდილოეთ კავკასია]]ში მცხოვრებ მუსლიმ ერებს ებრძოლათ ქრისტიანული საქართველოს წინააღმდეგ და არ დაეშვათ რუსეთის სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება.[[თურქები]]ს მოწოდების შემდეგ ჩრდილოკავკასიელებმა გაახშირეს საქართველოზე თავდასხმები, ისინი ძარცვავდნენ და წვავდნენ სოფლებს და ქალაქებს იტაცებდნენ და მონებად ყიდდნენ მოსახლეობას, მათ დახმარებას უწევდა ოსმალეთის ხელისუფლების ბრძანებით ახალციხის ფაშა. იგი აბინავებდა საფაშოში ჩრდილოკავკასიელების მოთარეშე ბანდებს,ამარაგებდა საკვებით, აიარაღებდა და გზავნიდა საქართველოს დასარბევად.ქართლ-კახეთის მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებდა ისიც რომ სამეფოს ესხმოდნენ ერთდროულად ორი მხრიდან დაღესტნიდან და ახალციხის საფაშოდან.სამეფო ლაშქარი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში დაკავებული იყო თავდამსხმელების მოგერიებით,ხოლო რუსეთიდან გამოგზავნილი ორი ბატალიონი ვერანაირ ქმედით დახმარებას ვერ უწევდა საქართველოს მოთარეშეებთან ბრძოლაში.[[1785]] წელს ოსმალეთის წაქეზებით, [[ხუნძახი]]ს ხანმა ომარმა მთელს დაღესტანში შეაგროვა 20 000 ლაშქარი და თავს დაესხა საქართველოს, თავდამსხმელებმა დიდი ზიანი მიაყენეს საქართველოს, მათ გაანადგურეს ახტალის სამთამადნო წარმოება. რუსეთმა არანაერიარანაირი დახმარება არ აღმოუჩინა საქართველოს რითაც დაარღვია [[გეორგიევსკის ტრაქტატი]], სადაც ნათლად იყო განსაზღვრული რომ რუსეთი ვალდებული იყო მტრის შემოჭრის შემთხვევაში დაეცვა ქართლ-კახეთი.

[[ფაილი:George XII of Georgia.jpg|მინი|ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII (1798-1800) წ.წ.]]
[[1787]] წელს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა დაიწყო [[რუსეთ-ოსმალეთის ომი]].რუსეთმა საქართველოდან გაიწვია 1783 წელს შემოყვანილი ორი ბატალიონი, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია ტრაქტატი.საქართველო ოსმალეთის პირისპირ მიტოვებული დარჩა.ამ მძიმე ვითარებაში ერეკლე II იძულებული გახდა დაეწყო მოლაპარაკებები ოსმალეთთან და დაზავებოდა სტამბოლს,რითაც იხსნა საქართველო თურქეთთან ახალი ომის გაჩაღებისგან.რუსეთის ღალატით იმდგაცრუებული სამეფო ოჯახის და თავად-აზნაურების ერთი ნაწილი მოითხოვდა მეფისგან რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას, რადგან პრორუსულ პოლიტიკას ზიანის გარდა სხვა არაფერი მოჰქონდა საქართველოსთვის, მაგრამ ერეკლე II საგარეო პოლიტიკა მაინც არ შეცვალა.[[1792]] წელს დასრულდა რუსეთ-თურქეთის ომი თუმცა, რუსეთს არც ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნებია საქართველოში სამხედრო კონტიგენტი რომლის ყოფნაც გათვალისწინებული იყო ტრაქტატით.
1795 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს ახალი საფრთხე დაემუქრა, ამჯერად სპარსეთის მხრიდან, ირანის შაჰმა აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლე II გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმება და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგულმა მეფემ უარი განაცხადა შაჰის მოთხოვნაზე და საფრთხის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას შეატყობინა, იმის მიუხედავად რუსეთის ხელისუფლება ფლობდა ინფორმაციას მომავალი სპარსეთ-საქართველოს ომის შესახებ რამდენიმე თვით ადრე და თავისუფლად შეეძლო გამოეგზავნა დამხმარე სამხედრო კონტიგენტი ერეკლესთვის, მან ეს არ გააკეთა.ამით მან აგრძნობინა ირანს რომ, შეეძლო თავისუფლად ემოქმედა რადგან რუსეთი ომში არ ჩაერეოდა და ამასთანავე კიდევ ერთხელ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი.