ფალერისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: დაჯილდოვების → დაჯილდოების using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Музей истории донецкой милиции 052.jpg|thumb|200px|დონეცკის ისტორიული მუზეუმი, სადაც გამოფენილია მილიციის მედლები]]
'''ფალერისტიკა''' ისტორიული დისციპლინათა რიგში შევიდა [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 70-იან წლებიდან. მანამდე მას [[ნუმიზმატიკა|ნუმიზმატიკის]] შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ. ფალერისტიკა შეისწავლის დაჯილდოების სისტემის ჩამოყალიბების და განვითარების ისტორიას და ეყრდნობა შემდეგ ისტორიულ წყაროებს: წარჩინების ნიშნებს ([[ორდენი|ორდენები]], [[მედალი|მედლები]] და ა.შ), დაჯილდოების დოკუმენტაციას (მასში შედის დაჯილდოების აქტები, დაჯილდოების სტატისტური მეცნიერებები, ცნობები დაჯილდოვებულ პიროვნებათა შესახებ).

დაჯილდოვებათა სისტემა თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. თუმცა არის გამონაკლისი [[შვეიცარია|შვეიცარიის]] სახით. სადაც საერთოდ არ არის პირადი ჯილდოები და კანონი მოქალაქეებს უცხო ქვეყნისგანაც უკრძალავს ამგვარი ჯილდოების მიღებას.

წარჩინების ნიშნები, დაჯილდოების სისტემა და მათთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტაცია საკმაოდ ძვირფასი წყაროა პოლიტიკური და სამხედრო ისტორიის შესწავლისათვის, გარდა ამისა, განმანსხვავებელი ნიშნები საიუველირო ხელოვნების ძეგლების და თავისი დროის მხატვრული გემოვნების მაჩვენებელია.

== ფალერისტიკის ისტორია ==

ორდენის, როგორც წარჩინების ნიშნის შემოღება დაკავშირებულია [[ინგლისის მონარქები|ინგლისის]] მეფის [[ედუარდ III (ინგლისი)|ედუარდ III]]-ის სახელთან, რომელმაც [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] შუახანებში დაწესდა "წვივსაკრავის ორდენი".

[[მსოფლიო]]ში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ყველაზე სასურველი ორდენი იყო და დღესაც არის "[[საპატიო ლეგიონის ორდენი]]", რომელიც როგორც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო სამხედრო და ასევე სამოქალაქო დამსახურებითვის [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონ ბონაპარტმა]] დააწესა [[1802]] წლის [[19 მაისი|19 მაისს]].

{| align="left" width="255px"

| colspan="2"| [[ფაილი:Ster_Orde_van_het_Britse_RijkSter Orde van het Britse Rijk.jpg|center|200px|Звезда Ордена Британской империи]]

| colspan="2" style="text-align:center; border-top:1px solid LightGrey;"|'''''[[ბრიტანეთის იმპერიის ორდენი]]'''''
ხაზი 22:

| rowspan="3"|[[ფაილი:Mbe medal front and reverse.jpg|center|100px|Значок Ордена Британской империи]]
| [[ფაილი:Order_BritEmp_Order BritEmp (civil)_rib rib.PNG|center|83px|Лента Ордена Британской империи ''(гражданская)'']]

| [[ფაილი:Order_BritEmp_ribOrder BritEmp rib.png|center|80px|Лента Ордена Британской империи ''(военная)'']]

| [[ფაილი:Medaille_BMedaille B.E.M._met_Brittania met Brittania.jpg|50px|Медаль [[Орден Британской империи|Ордена Британской империи]]]]

[[რუსეთი|რუსეთში]] ორდენები პირველად [[პეტრე I დიდი|პეტრე I]]-მა შემოიღო [[ევროპა]]ში მოგზაურობის შემდეგ. ესენი იყო [[ანდრია პირველწოდებულის ორდენი|წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის]] ([[1698]] წელი) და წამებული [[წმინდა ეკატერინეს ქალთა ორდენი]] ([[1714]] წელი). პეტრეს სიცოცხლეში ეკატერინეს ორდენი მხოლოდ მის თანამეცხედრეს ერგო. შემდგომში ამ ორდენით აჯილდოვებდნენ სეფე ქალაქბს განსაკუთრებული ქველმოქმედებითვის. [[1769]] წელს დაწესდა [[წმინდა გიორგის ორდენი]], რომელიც იქცა უმაღლეს რუსულ ჯილდოდ სამხედრო მამაცობისთვის. წმინდა გიორგის ორდენის დამსახურება ძალიან ძნელი იყო. შედარებისთვის, რუსეთის იმპერიის ანდრია პირველწოდებულის უმაღლესი ორდენი მიიღო ათასზე მეტმა კაცმა, მაშინ როდესაც წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენი მთელი მისი არსებობის მანძილზე მხოლოდ ოცდახუთ კაცს ერგო.

ეს ორდენები ძირითადა მოსახლეობის მაღალ ფენებზე იყო გათვლილი. რაც შეეხება მდაბიო ხალხს [[რუსეთის იმპერია]]ში, ამის შესახებ ნათლად მეტყველებს იმპერატორ [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-ის მანიფესტი, რომლითაც [[1812]] წლის [[რუსეთ-ნაპოლეონი ომი|სამამულო ომის]] მომნაწილე თავადაზნაურობა, ვაჭრები და სასულიერო პირები დაჯილდოვდნენ, ხოლო გლეხის შესახებ ნათვამი იყო რომ:

{{ციტატა|გლეხები ჩვენი ერთგული ხალხია და მისაგებელს ღვთისაგან მიიღებენ}}

მედალი როგორც წარჩინები ნიშანი გაჩნდა [[XVII საუკუნე|XVII საუკუნეში]], იგი პირველად დააწესდა [[გუსტავ II ადოლფი|გუსტავ II ადოლფმა]] [[ოცდაათწლიანი ომი|ოცდაათწლიან ომის]] მსვლელობისას, კერძოდ [[1632]] წელს [[ნიურბეგის ბრძოლა]]ში მონაწილე ოფიცერთა დასაჯილდოებლად. ეს პირველი ჯილდო-მედლები მზადდებოდა ოქროსგან და ოქროსავე ძეწკვით ატარებდნენ. შემდგომი სამხედრო ჯილდოები [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]] დაამზადეს [[ოლივერ კრომველი]]ს არმიის დასაჯილდოვებლად 1650 წელს [[დუნბარის ბრძოლა|დუნბართან]] გამარჯვებისთვის.

ნაპოლეონმა მოაჭრევინა მედალი [[ლონდონი]]ს დაცემის აღსანიშნავად ჯერ კიდევ ინგლისთან ომის გამოცხადებამდე. მისი ჩანაფიქრი [[ლა-მანშის სრუტე|ლა-მანშის]] ფორსირებაზე ვერ განხორციელდა, ლონდონი ნაპოლეონსა არ აუღია, მაგრამ მედალი დარჩა, როგორც ნაპოლეონის აუსრულებელი ოცნების სიმბოლო.

[[კავკასია|კავკასიის]] ხალხების ეროვნული ბრძოლის ლიდერმა [[შამილი|შამილმა]], რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამორჩეულ მეომრებს აჯილდოვებდნენ ვერცხლის მედლით. ეს მედლები მზადდებოდა კუბაჩის იუველირთა მიერ და თითოეულს თავისი ინდივიდუალური სახე ჰქონდა.
ხაზი 46:
[[ფაილი:Order of Russia St Andrew.jpg|thumb|right|150px|[[ანდრია პირველწოდებულის ორდენი]] (რუსეთის იმპერია)]]

1799 წელს რუსეთის იმპერატორმა [[პავლე I (რუსეთი)|პავლე I]]-მა [[ერეკლე II]]-სთან დადებული პირობის თანახმად [[ქართლ-კახეთის მეფეები|ქართლ-კახეთის მეფის]] კარზე რუსეთის რწმუნებულ მინისტრად დანიშნა სტატსკი სოვეტნიკ კავალენსი, რომელსაც პატივისცემის ნიშნად გამოატანა სამეფო სამკაულები და სამეფო ნიშნები, მათ შორის იყო სამი ორდერენი, ალმასებით შემოკობილი, ერთი წმინდა ანდრია პირვეწოდებულისა - მეფე [[გიორგი XII|გიორგისთვის]], მეორე დიდწამებული ეკატერინესი - [[მარიამი (დედოფალი)|მარიამ დედოფლისთვის]], ხოლო მესამე წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი - [[დავით ბატონიშვილი|დავით ბატონიშვილისთვის]]. თუმცა შემდგომში გიორგი XII მარტო არ დარჩენილა რუსული ორდენების კავალერთა შორის, მის გვერდით იყვნენ ქართული ელიტის ნაწილი რომლებიც ჩინ-ორდენები მანიით იყვნენ შეპყობილები.

ამასთან დაკავშირებით ქართველ სამოციანელთა განწყობას გამოხატავდა "[[თერგდალეულები|თერგდალეულთა]]" და საერთოდ ქართველი ხალხის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის იდეურ-პოლიტიკური ლიდერის [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] სიტყვები:
ხაზი 52:
{{ციტატა|ჩვენ ვვლეთ რუსეთი
მაგრამ არც ერთი
ხელობა თქვენი არ გვისწავლია,
ჩვენი ქვეყანა
მკვდარი თქვენგანაა
თქვენებრ ჩინებზე არ გაგვიყიდია
...თქვენგან ჩაგრული,
დაბრმავებული
ერი ჯვრებზედ არ გაგვიყიდია.}}

[[საქართველო]]ში ორდენით დაჯილდოვებისდაჯილდოების წესი არ არსებობდა, თუმცა [[1799]] წლის [[10 მაისი|10 მაისს]] ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ, გიორგი XII-ის ვაჟმა [[იოანე ბატონიშვილი|იოანე ბატონიშვილმა]] მეფე გიორგი XII-ს წარუდგინა ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო წყობილების რეფორმების პროექტი, [[სჯულდება]], რომლის ერთ-ერთ მუხლში ბატონიშვილი აღნიშნავდა:

{{ციტატა|განსაკუთრებულად ხალხისა, მსახურებისთვის მამულისა და განსხვავებისთვის იყო ნიშნები (კავალერიად წოდებულნი).
პირველი რადგან წმინდა ნინოს მიერ ვართ მოქცეული, იყოს ფინიკზე გამოსახული წმინდა ნინოს სახე... აგრეთვე იყოს ვაჟკაცობისთვის წმინდანთა არჩილ და ლუარსაბის სახე მანათზედვე გამოსახული - ჭრელის ლენტით. მესამე იყოს დედოფალთა, მეფეთა სულთა, რძლებთა და დიდი კაცის ცოლებთა, წმინდის ქეთევან დედოფლის ხატი... მეოთხე იყოს ვერცხლის ნახევარმანათი, წმინდა გიორგის სახე, მდაბალთა ხალხისთვის, მამაცობის გამო, ყვითლისა ბაფთითა ანუ წითლისა ბაფთითა მკერდზედ დასაკიდი და ზურგზედ ეწეროს „მამაცობისა და სიმხნისათვის“ და ის გლეხი აღარ იგვემებოდეს დანაშაულზე.
დავით აღმაშენებელზედ ეწეროს "მამულისა, სიმხნისა და თავდადებისთვის". ვისაც მიეცემოდეს, წყალობის წიგნით ებოძებოდეს და მოიხსენებოდეს მისი სამსახური. აგრეთვე მიეცემოდეს სამღვდელოთა.
მეხუთე იყოს ხმალი მოჭედილი, ვის ვითარ შვენოდეს და ზედ ჩართული სახელი დავით აღმაშენებლისა ვითარზედ და ეწეროს, ვითარცა ზემორე ჰსწერია.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფალერისტიკა“-დან