მიცარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''მიცარი''' (ζ UMa) — [[დიდი დათვის თანავარსკვლავედი]]ს [[ვარსკვლავი]], დიდი „ჩამჩის“ სახელურში ბოლოდან მეორე. სახელწოდება მოდის [[არაბული ენა|არაბული]] სიტყვიდან ميزر‎ (მი: ზარ), რაც ნიშნავს სარტყელს. ხილული [[ვარსკვლავიერი სიდიდე]]ა 2,40, [[სპექტრალური კლასი]] A1 V, დაშორება 78 [[სინათლის წელიწადი]]. 2000 წლის ეპოქისთვის [[პირდაპირი აღვლენა]]ა 13h 23m 55.51s, [[დახრილობა]] +54° 55′ 31.4″.
 
გამჭრიახ თვალს მიცარის მხლობლად შეუძლია დაინახოს კიდევ ერთი ვარსკვლავი სახელწოდებით [[ალკორი]]„ალკორი“ ანუ '''80 UMa'''. ალკორის დანახვა ტრადიციულად ითვლება მხედველობის შემოწმების საშუალებად. მისი ვარსკვლავიერი სიდიდეა 4,02, სპექტრალური კლასი A5 V. მიცარსა და ალკორს შორის მანძილი ოდნავ აღემატება სინათლის წელიწადის მეოთხედს. ხანგრძლივი დროის მანძილზე მიცარი-ალკორის სისტემის ფიზიკური ერთობა ვერ დგინდებოდა. 2009 წელს როჩესტერის უნივერსიტეტის ასტრონომებმა ზუსტი დაკვირვებების შედეგად დაადგინეს, რომ ეს ორი ვარსკვლავი შედის 6 ვარსკვლავით დაკომპლექტებულ ფიზიკურ სისტემაში. ამრიგად ვიზუალურად მიცარი-ალკორის სისტემა შედგება 6 კომპონენტისგან: ორჯერადი ვარსკვლავები მიცარი А და მიცარი В, და მათგან 0,3 სინათლის წელიწადით დაშორებული ასევე ორჯერადი ვარსკვლავი ალკორი.
 
[[ტელესკოპი|ტელესკოპში]] მიცარი ისედაც ჩანს როგორც ორჯერადი ვარსკვლავი, შემდგარი მიცარი А და მიცარი В-სგან. მიცარი В 4,0 ვარსკვლავიერი სიდიდისაა სპექტრალური კლასით A7. მანძილი მიცარი А-სა და მიცარი В-ს შორის არის 380 [[ასტრონომიული ერთეული]], ხოლო ბრუნვის პერიოდი — რამდენიმე ათასი წელიწადი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიცარი“-დან