ჩეზარე ბორჯია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გავიდა კვირაზე მეტი
No edit summary
ხაზი 40:
==ბიოგრაფია==
ჩეზარე ბორჯა პაპი [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]]-ის ვაჟი, ე.წ. რენესანსის სარდალი იყო, რომელიც ცენტრალურ იტალიაში საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მის მიერ გამოყენებული მაქინაციები [[ნიკოლო მაკიაველი]]ს „მთავარშია“ აღწერილი.
 
დაიაბადა [[1457]] წლის სექტემბერში უძველესი ესპანელი გვარის ოჯახში. მამამისი — კარდინალი როდრიგო ბორჯია, შემდგომში პაპი ალექსანდრე VI იყო, დედა — როდრიგოს ყველაზე სათაყვანებელი საყვარელი, ვანოცა კატანეი.გარყვნილებით ცნობილ როდრიგოს 3 შვილი წინამორბედ საყვარლებთან ჰყავდა, ხოლო ოთხი — ვანოცასთან. ერთ-ერთი მათგანი, ლუკრეცია ერთდროულად მამისა და ძმის საყვარელი გახდა. როდრიგო პოლიტიკური ბრძოლის ხერხად მკვლელობასაც მიმართავდა. ასეთ ხვედრს ვერც ერთმა მისმა მტერმა ვერ დააღწია თავი.
 
16 წლის ასაკში ჩეზარე [[პამპლონი]]ს [[ეპისკოპოსი]] გახდა. 18 წლისამ კი [[კარდინალი|კარდინალობა]] მიიღო და მამის უახლოეს მრჩეველთა წრეში შევიდა. მაგრამ მრუშობისა და ინცესტის გამო, ჩეზარე ეკლესიური ცხოვრებისთვის სრულიად შეუფერებელი პიროვნება იყო. გარდა ამისა, მან მოაწყო საკუთარი ძმის, პაპის არმიის სარდლის, ხუანის მკვლელობა და მისი ადგილი თავად დაიკავა. [[1498]] წელს უარი თქვა კარდინალის მანტიაზე და პოლიტიკური მიზნით, [[ნავარის სამეფო|ნავარის]] მეფის ქალიშვილზე დაქორწინდა, თუმცა უკვე ამ დროს, [[სიფილისი]]სგან სახე იმდენად დამახინჯებული ჰქონდა, რომ იძულებული იყო ნიღაბი ეტარებინა. თავისი ფრანგი მოკავშირეების დახმარებით, პაპის სახელმწიფო საზღვრების გაფართოებას მიჰყო ხელი და ბორჯიას ანკლავი ჩამოაყალიბა. აიძულებდა ლუკრეციას იმ პირებზე გათხოვილიყო, რომლებიც თავად სჭირდებოდა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხოლო ერთ-ერთი მისი ქმარი მოკლა, როცა ეს დასჭირდა. თავადაც ჩაუდენია პოლიტიკური მკვლელობა, ძირითადად — მოწინააღმდეგე ორსინების ოჯახის წევრებისა. უზარმაზარი არმიით ატერორებდა დაპყრობილი ტერიტორიების მოსახლეობას და ძალადობასა და გაუპატიურებასაც, როგორც პოლიტიკურ იარაღს იყენებდა. მაკიაველი ხოტბას ასხამდა, რადგან სჯეროდა, რომ იტალიის გაერთიანებას ესწრაფვოდა. თავად ჩეზრეს სახელმძღვანელო დევიზი იყო: „Aut Caesar, Aut nihil“ — „ან კეისარი, ან არაფერი“.
 
პაპი ალექსანდრე VI-ს მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, [[1503]] წელს ახალმა პაპმა და ბორჯიების დაუძინებელმა მტერმა, [[იულიუს II (პაპი)|იულიუს II]]-მ ჩეზარეს დაპატიმრების ბრძანება გასცა. ჩეზარე იძულებული გახდა, დაკავებული ქალაქები დაეტოვებინა და [[ნეაპოლი|ნეაპოლში]] გაქცეულიყო, რომელიც იმ დროს [[ესპანეთი]]ს მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. მაგრამ ესპანელებმა უარი თქვეს პაპის წინააღმდეგ მასთან მოკავშირეობაზე და დააპატიმრეს. ბორჯიამ [[ნავარა]]ში გაქცევით უშველა თავს, სადაც ჩაუსაფრდნენ და მოკლეს 31 წლის ასაკში.
 
==ლიტერატურა==
* ''ნ. ქოთორნი''. ტირანები, გვ. 57-58 — თბილისი, „კლიო“, 2011.
 
[[კატეგორია:რომის კარდინალები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1475]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1507]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩეზარე_ბორჯია“-დან