გაიუს მარიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(რეზიუმე წაიშალა)
ხაზი 4:
== ადრეული წლები ==
 
გაიუს მარიუსი დაიბადა ძვ. წ. 157 წელს ქალაქ [[არპინუმი|არპინუმში]], [[ლაციუმი]]ს სამხრეთ ნაწილში. მისი მშობლები უბრალო ხალხი იყვნენ. მამამისს გაიუს მარიუსი ერქვა, ხოლო დედას ფულცინია. [[პლუტარქე]]ს ცნობებით მარიუსს არ ჰქონდა მიღებული სრულყოფილი განათლება, მან [[ბერძნული ენა|ბერძნული]] არც კი იცოდა. სამხედრო სამსახური ახალგაზრდა მარიუსმა [[კელტიბერია]]ში დაიწყო, სადაც [[სციპიონ აფრიკელი (უმცროსი)|სციპიონ აფრიკელი]] [[ნუმანცია]]ს იღებდა. აქ მან მალე მიიპყრო სციპიონის ყურადღება, ვინაიდან გამოირჩეოდა გამძლეობით და სამხედრო საქმისადმი ნიჭით. ერთხელ ნადიმისას სციპიონს ჰკითხეს ეყოლებოდა თუ არა კიდევ რომარომს ისეთი გამოჩენილი მხედართმთავარი როგორც იგია, სციპიონმა გვერდზე მწოლ მარიუსს დაადო ხელი და თქვა რომ შესაძლოა, სწორედ მარიუსი გამხდარიყო ასეთი მხედართმთავარი.<ref>[[პლუტარქე]] გაიუს მარიუსი, 3.</ref>
 
[[ძვ. წ. 120]] წელს მარიუსი [[კვინტუს ცეცილიუს მეტელუსი]]ს დახმარებით [[ტრიბუნი|სახალხო ტრიბუნად]] აირჩიეს. ტრიბუნობის დროს მან შემოიღო ხმის მიცემის ახალი კანონი, რომლითაც მდიდრებს არჩევნების პროცესზე ნაკლები გავლენა ექნებოდათ. მისი პოლიტიკა ძმები გრაქხუსების პოლიტიკას მისდევდა. მის წინააღმდეგ [[კონსული]] [[კოტა]] გამოვიდა, რომელმაც მარიუსი სენატში დაიბარა საქმის განსახილველად. [[რომის სენატი|სენატში]] მარიუსი თავისი მხრიდან დაემუქრა კოტას ციხით. კოტამ მეტელუსთან იჩივლა და ეს უკანასკნელი დაეთანხმა მას. მარიუსმა ამის პასუხად მეტელუს [[ლიქტორი|ლიქტორები]] გაუგზავნა დასაპატიმრებლად. მეტელუსმა მხარდაჭერის მოპოვება სხვა ტრიბუნებთან სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამით მან სენატში პოპულისტის რეპუტაცია მოიპოვა. მარიუსი აქტიურად შეეწინააღმდეგა ხალხისთვის პურის დარიგებას და ამით დაიმსახურა ორივე მხარის პატივისცემა როგორც მოუდრეკელმა და პრინციპულმა ადამიანმა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაიუს_მარიუსი“-დან