გვირილა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Reverted 1 edit by 5.178.132.136 (talk): Test. (TW)
No edit summary
ხაზი 24:
}}
 
'''გვირილა''', [[რთულყვავილოვანნი|რთულყვავილოვანთა]] ოჯახის რამდენიმე გვარის მცენარეთა კრებითი სახელწოდება. უფრო მეტად ამ სახელწოდებით ცნობილია [[Pyrethrum]]-ის გვარი, რომლის 100-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ ზონაში და ნაწილობრივ ჩრდილოეთ ამერიკაში, უმრავლესობა კი კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიის ქვეყნებში. [[საქართველო]]ში 24 სახეობაა, მათგან 10 სახეობა კავკასიის ენდემია, 3 - საქართველოსი. იზრდება მთის ქვემო სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე მდელოებსა და მაღალბალახეულში, ტყისპირებსა და ბუჩქნარებში, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებში, ქვიან და კლდოვან კალთებზე, ჩამონაზვავებზე და სხვა. ზოგი სახეობა სათიბ-საძოვრების სარეველაა, ზოგი სამკურნალოა ([[ბალზამური გვირილა]] - Pyrethrum balsamita): ინსექტიციდურ და ჰერბიციდულ ნივთიერებებს (პირეტრინსა და ცინერონს) შეიცავს ფართოდ მოსენებული [[დალმაციური გვირილა]] (Pyrethrum cinerarifolium) და [[წითელი გვირილა|წითელი]] ანუ [[კავკასიური გვირილა]] (Pyrethrum roseum). [[Pyrethrum parthenium]]-ს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ, ხოლო (ე. წ. კალუფერი ანუ კანუფერი) ლიქიორების არომატიზაციისათვის. Doronicum-ის გვარიდან გვირილის სახელით ცნობილია [[ყვითელი გვირილა]] (Doronicum orientale), რომელიც უმთავრესად გავრცელებულია კოლხეთში, ნაწილობრივ კი ქართლში მთის შუა და ზემო სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში, [[Leucanthemum]]-ის გვარიდან - [[მინდვრის გვირილა]].
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გვირილა“-დან