ჰიპოკრატე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: as:হিপ'ক্ৰেটিছ is a good article; cosmetic changes
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Hippocrates.jpg|thumb|right|ჰიპოკრატე]]
'''ჰიპოკრატე''' ({{lang-grc|Ἱπποκράτης}}; დ. [[ძვ. წ. 460]], კ. [[კოსი]] — გ. [[ძვ. წ. 377]] (სხვა მონაცემებით [[ძვ. წ. 356]]), [[ლარისა]], [[თესალია]]) — ძველი [[ძველი საბერძნეთი]]ს [[ექიმი]], ანტიკური [[მედიცინა|მედიცინის]] რეფორმატორი.
 
ჰიპოკრატეს პირველ მასწავლებლად მიჩნეულია მამამისი - [[ჰერაკლიდე]]; დედა - ფენარეტე, ბებიაქალი იყო. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ჰიპოკრატე საცხოვრებლად [[ათენი|ათენში]] გადავიდა და სწავლა გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ ეწეოდა მოხეტიალე ექიმის - [[პერიოდევტი]]ს საქმიანობას. ბევრი იმოგზაურა [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[ეგვიპტე]]ში, [[მცირე აზია]]ში, შავი ზღვის სანაპიროზე, იყო სკვითებთან, კარგად გაეცნო მცირე აზიისა და ეგვიპტის მედიცინას. ავადმყოფის გამოკვლევისას იყენებდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დათვალიერება, ხელით გასინჯვა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს მოსმენა და სხვა. ყურადღებას აქცევდა გამონაყოფებს, მათ სუნს, ფერს, შარდის ნალექს; სათავე დაუდო ავადმყოფობის მიმდინარეობის აღწერას (ავადმყოფობის ისტორია); შექმნა მოძღვრება [[პროგნოსტიკა]]ზე, რაც ეყრდნობოდა ავადმყოფის წარსულისა და აწმყო მდგომარეობის დეტალურ შესწავლას; საფუძველი ჩაუყარა [[სამედიცინო გეოგრაფია]]სა და ტოპოგრაფიას; როგორც დასტაქარმა შეიმუშავა ნახვევის დადების , მოტეხილობის, ღრძობის, ფისტულების მკურნალობის მეთოდები და სხვა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოკრატე“-დან