მამლუქები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
46.49.98.80-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 9:
 
==მამლუქები საქართველოდან==
[[1453]] წელს ოსმალებმა [[კონსტანტინოპოლი]] აიღეს. [[ჩერქეზები|ჩერქეზ]] მამლუქთა სახელმწიფოს საფრთხე დაემუქრა, რაც მალე რეალობად იქცა. [[1517]] წელს "ფარაონთა ქვეყანა" პორტამ დაიპყრო. შემდეგ [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] მმართველ ფაშასაც სტამბოლი ნიშნავდა. ყივჩაღ და ჩერქეზ მამლუქთა მმართვეობისას მცირე რაოდენობით ქართველი მამლუქებიც იყვნენ, მაგრამ სულთანი არც ერთი მათგანი არ გამხდარა. ყველაზე მაღალი პოსტი, რომელიც ქართველებს ეკავათ, ამირას თანამდებობდა იყო. [[XVI საუკუნე|XVI]] ს–მდე საქართველო მოსახლეობას იცავდა და ტყვეთა ვაჭრობას არ უშვებდა. მაგრამ დაუსრულეელი ბრძოლებით დასუსტებული ქვეყანა სამეფო სამთავროებად დაიშალა, რასაც [[XVI საუკუნე|XVI]] ს–ში ოსმალეთის მიერ ისტორიული მესხეთის დაპყრობა და მისი [[ახალციხე|ახალციხის]] საფაშოდ ქცევა მოჰყვა. [[ოსმალები|ოსმალებმა]] შავ ზღვაზე გასასვლელი ჩაკეტეს და ამით, ფაქტობრივად საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტეს. უსასხროდ დარჩენილმა ქართველი ფეოდალების ნაწილმა თავისი ყმა–გლეხებით ვაჭრობა დაიწყეს. ეს აწყობდააძლევდა ხელს ოსმალეთსაც. ახალგაზრდებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იტაცებდნენ და [[სტამბოლი|სტამბოლის]] ბაზრებზე ჰყიდნენ. თავდაპირველად ტყვეები [[ჩრდილოეთ კავკასია|ჩრდ. კავკასიიდან]] [[ყირიმი|ყირიმში]] გადაჰყავდათ. ახალციხის საფაშოს შექმნის შემდეგ კი ეს კუთხე იქცა ქართველ მოანათა მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტად.საქართველოდან გაყვანილი ახალგაზრდობის რიცხვი ამ დროიდან მკვეთრად იზრდება. [[XVI საუკუნე|XVI]] ს–ის მიწურულს ევროპელი ავტორები წერენ, რომ ეგვიპტის მამლუქთა შორის არიან ქართველები. [[XVII საუკუნე|XVII]] ს–ის ევროპელ ავტორთა და სხვათა ცნობებით იმ დროს საქართველოდან სამიდან ხუთი ათასამდე ტყვე გაჰყავდათ. თუ "მცირე" რიცხვს სამი ათასს ავიღებთ, გამოდის რომ სამშობლოს საუკენეში სამასი ათას ახალგაზრდას სტაცებდნენ. [[XVI საუკუნე|XVI]], [[XVII საუკუნე|XVII]], [[XVIII საუკუნე|XVIII]] ს–ებისა და [[XIX საუკუნე|XIX]] ს–ის პირველი ნახევრის ჩათვლით საქართველოდან სულ ცოტა ერთი მილიონი 13–14 წლის ჯანმაგარი ვაჟი და ლამაზი გოგონა გაიყვანეს. აქვე უნდა გავიხსენოთ [[ირანი|ირანიც]], სადაც მრავლად იყო როგორც გადასახლებული ([[ფერეიდანი]]), ისე [[სპარსეთი|სპარსეთის]] ჯარში ძალით თუ ნებით მოხვედრილი ქართველი.
 
ოსმალეთის, როგორც ცენტრალური, ისე პროვინციული ელიტა ყიდულობდა ქართველ ახალგაზრდებს, ასწავლიდა მათ ცხენზე ჯდომას, ჯირითს, ცივი და ცხელმსროლელი იარაღის ხმარებას და ზრდიდნენ პროფესიონალ სამხედროებად. ამ დროს გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში ლამაზი ბიჭის სახელად ქურჯი–გურჯი, ხოლო ქალისად – ქურჯია. ეგვიპტისა და სირიაში ქალის საკუთარ სახელად დღესაც გვხვდება ქურჯია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამლუქები“-დან