თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
მონასტრის დაარსება უკავშირდება სქემიღუმენია [[სალომე თავდგირიძე|სალომე თავდგირიძისა]] და იღუმენია [[ათანასია სალაყაია]]ს სახელებს. დედათა დასი სქემიღუმენის სალომეს წინამძღოლობით თავდაპირველად მენჯის მთავარანგელოზთა მთაზე დაემკვიდრა. მოგვიანებით დედებმა ზემო თეკლათის დედათა მონასტრის ტერიტორია შეარჩიეს დასამკვიდრებლად, სადაც ყოფილა ერთნავიანი ქვით ნაგები მცირე ზომის ჩამონგრეული ტყემორეული [[ბაზილიკა]]. [[1870]] წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მის მიერვე შედგენილი [[ტიპიკონი]]თ დედებმა დაიწყეს მონასტრის ჩამოყალიბება. ეს ადგილი და მიმდებარე ტერიტორია ჩამოერთვა სახარბედიოს და გადაეცა მონასტერს სამოღვაწეოდ. დედა სალომე გადაიყვანეს მღვიმის მონასტერში და იღუმენია ამ მონასტრისა გახდა ათანასია, რომელიც მონაზვნად აღკვეცილა [[1867]] წელს.
 
[[გურია]]-[[სამეგრელო]]ს ეპისკოპოს [[გრიგოლ დადიანი|გრიგოლის (დადიანი)]] ლოცვა-კურთხევით დაიწყო ახალი ღვთისმშობლის შობის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობა, რომელიც მეუფე გრიგოლმა აკურთხა [[1889]] 1 ოქტომბერს. ჟურნალი "მწყემსი" [[1899]] წელს ამ მონასტერზე წერდა: ,,თეკლათის დედათა მონასტრის საზოგადო საცხოვრებლის დამტკიცებისთანავე მასში შეიკრიბნენ მრავალნი დედანი. თეკლათში იყო პატარა ეკლესია, რომელიც სრულებით არ შეეფერებოდა ამ ადგილს. დიდი ღვაწლი და შრომა მიიღეს აქ შეკრებილ მონაზონთა შესაფერისი ეკლესიის აშენებისათვის, ადგილობით მღვდელმსახურებმა გულმხურვალე მონაწილეობა მიიღეს ხსენებული ეკლესიის აღშენების საქმეში და ხაზინის ფულიდან ერთი კაპეიკის დაუხმარებლად კეთილმხსნებელთ მობოჭილ ფულიდან აღშენდა ჩინებული ქვიტირის [[ეკლესია]] ...’’
 
[[1889]] წლის პირველ ოქტომბერს ცხრა საათიდან დაიწყეს ეკლესია კურთხევა. კურთხევის შემდეგ დაიწყო [[წირვა]], რომელიც დამთავრდა 12 საათზე. ეკლესიის კურთხევასა და წირვას მრავალი ხალხი დაესწრო. წირვის დროს ერთ მხარეზე გალობდნენ მონაზვნები და მეორეზე მამაკაცები. წირვის შემდეგ მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ [[გურია]]-[[სამეგრელო]]ს ეპისკოპოსმა წარმოსთქვა სიტყვა.
 
მონასტერში 100-მდე დედა იღწვოდა. აქ მოღვაწეობდა წმინდა ბერი [[ალექსი (შუშანია)|ალექსი შუშანია]] და მისი მონაზვნად აღკვეცილი დედა და დები. ფუნქციონირებდა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სკოლაც, სადაც გოგონებს ქრისტეს მოძღვრებისადმი სასოებას, წიგნიერების სიყვარულსა და ხელსაქმეში დაოსტატებას უნერგავდნენ. აქვე არსებობდა [[სტამბა]]. მონასტერი თავისი ხარჯებით ბეჭდავდა [[სასულიერო ლიტერატურა]]ს და ხალხს ურიგებდა.
 
რუსეთის იმპერატორმა [[ალექსანდრე III (რუსეთი)|ალექსანდრე III]] მონასტერს ღვთისმშობლის შობის ხატი შესწირა. [[1904]] წლის მაისიდან აქ დასვენებულია [[ათონის მთა|ათონის მთიდან]] ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] მირონმდინარე ხატი ,,დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული.
განსაკუთრებით აღსანიშნავია უდიდესი სიწმინდე - წმინდა [[იოანე ნათლისმცემელი|იოანე ნათლისმცემლის]] ცერა თითი, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია ჩასვენებული.
საბჭოთა პერიოდში გაძარცვეს საყდარი, დაანგრიეს სამრეკლო, დაფანტეს მონაზვნები. დარჩენილ ურჩ დებს ჩამოართვეს ტაძარში ლოცვის უფლება, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას. გასაბჭოების წლების შემდეგ ტაძარში მოღვაწე თითო-ოროლა პირთაგან აღსანიშნავია არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია. 60-იანი წლებიდან განახლდა წირვა-ლოცვა, [[1969]] წლიდან აქ მოღვაწეობდა პატრიარქის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი ''შიო ძიძავა'', რომელმაც უწინასწარმეტყველა უწმინდესს პატრიარქობა. იგი [[თეკლათი]]ს მონასტერშია დაკრძალული. აქ იღწვოდნენ ღრმად მოხუცი მონაზვნები; იღუმენია ქეთევანი, რიფსიმე და ელენე ახვლედიანები, იღუმენია ფავსტო და სქემონაზონი აკეფსიმა შუშანიები, სქემიღუმენია ელენე.
 
[[1997]] წლიდან მონასტერში იღუმენია [[ანა მუსელიანი]]ს მოსვლიდან იწყება მონასტრის ხელახალი აღორძინება. დღეისთვის მონასტერი მშვენდება იქ მოღვაწე დედებისა და დების ზრუნვით, ღვთისშვილთა საერთი ძალისხმევით.