ნინოს ცხოვრების რედაქციები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
შესწორდა ბმული
ხაზი 5:
IV რედაქცია არსენ იყალთოელის თხზულების შემოკლებული და გამარტივებული (პერიფრაზირებული) ვარიანტია, ეკუთვნის დაახლოებით XIII საუკუნის უცნობ რედაქტორ-გადამწერს.
 
[[ნიკოლოზ I გულაბერისძე|ნიკოლოზ გულაბერიძის]] ორიგინალური თხზულებაც „საკითხავი სუეტისა-ცხოველისა“ „ნინოს ცხოვრების“ ერთ-ერთ რედაქციად ითვლება, რადგან მასშიც აღწერილია ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობა. აქ პირველად არის განხილული საკითხი, თუ რატომ მოავლინა ღმერთმა „ღვთისმშობლის წილხვდომილ“ საქართველოში ქალი განმანათლებელი. [[კორნელი კეკელიძე|კორნელი კეკელიძის]] ვარაუდით, ავტორმა [[თამარ მეფე|თამარი]]ს ტახტისა და ავტორიტეტის განსამტკიცებლად დაწერა ეს თხზულება.
 
ქართულ მწერლობაში ძეგლის 5 რედაქციის არსებობა მოწმობს, რომ ქართველებს ძველთაგანვე აინტერესებდათ ქართლის მოქცევის ისტორია. ეს ინტერესი განსაკუთრებით გაცხოველდა X-XII საუკუნეებში, როდესაც ქართველმა მოღვაწეებმა ხელი მოჰკიდეს ჩვენი ისტორიული წარსულის შესწავლას და იმის გამორკვევას, თუ რა ადგილი ეჭირა ქართველ ხალხს მსოფლიო საქრისტიანო კულტურის ისტორიაში.