ნანა დედოფალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ნანა დედოფალი''' (დაახლოებით დ. [[285]] — გ. [[335]], [[მცხეთა]]) — [[ქართლი]]ს ([[იბერიის სამეფო|იბერია]]) დედოფალი, მეფე [[მირიან III]]-ის მეუღლე. [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] [[წმინდანი]], ხსენება ძვ. სტილით 1 ოქტომბერს, ახ. სტილით 14 ოქტომბერს ([[მირიან III |მეფე მირიანთან]] ერთად).
 
„[[ცხოვრება ქართუელთა მეფეთა]]ს“ თანახმად, ნანა იყო "საბერძნეთით„საბერძნეთით, პონტოით, ასული ოლიღოტოსისი"ოლიღოტოსისი“,<ref>ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართუელთა მეფეთა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ.1, თ., 1955</ref>
ხოლო "[[მოქცევაჲ ქართლისაჲ]]"–ს“-ს თანახმად, მას დედა სპარსი ჰყოლია . ამ თხზულებაში ნახსენებია ნანას დედის ძმა, "მოგჳ„მოგჳ მთავარი სპარსი ხუარა"ხუარა“, რომელიც [[წმინდა ნინო]]მ განკურნა [[მცხეთა]]ში: "და„და იყო მთავარი იგი დედის ძმაჲ ნანაჲსი, დედოფლისაჲ"დედოფლისაჲ“.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979</ref>
 
ქართული საისტორიო ტრადიცია გვამცნობს, რომ ნანამ სამეფო ოჯახიდან პირველმა აღიარა [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] სარწმუნოება მას შემდეგ, რაც [[წმინდა ნინო]]მ იგი უკურნებელი სენისგან განკურნა. ეს მომხდარა [[წმინდა ნინო |ნინოს]] ქართლში მოსვლიდან მეექვსე წელს (322 წ.).<ref>ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, ზაბილონიდან მირიანამდე, კლიო, 2003, № 17, გვ. 3–67</ref>
 
ნანა დედოფალი იმყოფებოდა [[ბოდი |ბოდში]] და შესწრებია [[წმინდა ნინო]]ს გარდაცვალებას (დაახ.დაახლოებით 332 წ.). [[მირიან III |მირიან მეფის]] ანდერძის თანახმად, ნანას ქართლის განმანათლებლის საფლავზე ზრუნვა დაევალა: "ხოლო„ხოლო შენ, ნანა, უკუეთუ გეცეს მოცალებაჲ ცხორებისაჲ შემდგომად ჩემსა, განყავ სამეუფოჲ ჩემი ორად და მიიღე სამარხვოსა წმიდისა ნინოჲსსა ჟამთა შეცვალებისათჳს, რაჲთა არა შეირყიოს უკუნისამდე ადგილი იგი, რამეთუ არა მეფეთა საჯდომი არს, მწირ არს ადგილი იგი"იგი“.<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979</ref>
 
ნანა დადოფლის განკურნების სასწაულს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია მეფესა და ხალხზე და წყაროთა ცნობით, სხვა სასწაულებთან ერთად ხელი შეუწყვია მთელი ქართლის გაქრისტიანებისათვის.
 
ნანა დედოფალი გარდაიცვალა [[მირიან III |მირიან მეფის]] გარდაცვალებიდან მეორე წელს (დაახ.დაახლოებით 334 წ.), დაკრძალულია [[მცხეთა]]ში, [[სამთავრო (ტაძარი)|სამთავროს ტაძარში]] ("და„და წარვიდა მირეან მეფჱ და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდეს [[ზემო ეკლესია |ზემოსა ეკლესიასა]] ქვითა. და განიშორეს მეოთხესა წელსა. და მოკუდა მირეან მეფჱ და დაეფლა საშუვალსა სუეტსა სამხრითსა ჩრდილოჲთ კერძო. და მას სუეტსა შინა არს ნაწილი სუეტისა მის ცხოველისაჲ. და მეორესა წელსა მოკუდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავალით კერძო მას-ვე სუეტსა, სადა მირეან მეფჱ დამარხულ იყო"იყო“<ref>შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979</ref>).
 
==წყაროები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნანა_დედოფალი“-დან