პინკ ფლოიდის გამოუცემელი სიმღერების სია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Henry McClean გვერდი „პინკ ფლოიდის გამოუცემელი მასალის სია“ გადაიტანა გვერდზე „[[პინკ...
ხაზი 67:
Early Morning Henry არის დემო ვერსია, რომელიც იწერებოდა იგივე პერიოდში, რაც [[Set The Controls For The Heart Of The Sun]] - როგორც მითითებულია დევიდ პარკერის წიგნში „Random Precision“, სადაც განიხილება სიდ ბარეტის ჩანაწერები. ავტორმა, თავისივე აღიარებით, სცადა ნიკ მეისონთან დაკავშირება, რათა დაედგინა, თუ რა იყო ეს სიმღერა, თუმცა მეისონს მასზე არაფერი ახსოვდა. ითვლება, რომ სიმღერის ძირითადი ფირი დაკარგულია.
 
===Have You Got It, Yet?===
Have You Got It, Yet? — სიდ ბარეტის მიერ დაწერილი, დაუსრულებელი სიმღერა. იქმნებოდა იმ პერიოდში, როდესაც პინკ ფლოიდი ხუთკაციანი შემადგენლობით არსებობდა ([[დევიდ გილმორი]]ს ჩათვლით). ამ პერიოდში ბარეტს, რომლის გონებრივი მდგომარეობა და გართულებული ხასიათი ჯგუფს პრობლემებს უქმნიდნენ, ურჩიეს შინ დარჩენა და სიმღერების წერა. დაგეგმილი იყო, რომ იგი ჯგუფისათვის სიმღერებს ისევე შექმნიდა, როგორც [[ბიჩ ბოიზი]]ს წევრი [[ბრაიან უილსონი]], რომელიც ასევე შინაურ პირობებში მუშაობდა.
 
ბარეტის არაპროგნოზირებადი ქცევა და იუმორის იდიოსინკრეზული გრძნობა საბოლოო ჯამში აისახა Have You Got It, Yet?-ში. როდესაც ჯგუფის სხვა წევრებმა სცადეს სიმღერის გაცნობა და შესრულება, სიდი ცვლიდა მელოდიასა და სტრუქტურას და სხვები ვერ მიჰყვებოდნენ მის ჩანაფიქრს. სიმღერისას სიდი იმეორებდა ფრაზას „Have You Got It Yet?“ ({{lang-ka|უკვე მიხვდით?}}), სხვები კი პასუხობდნენ - „No, no!“ ({{lang-ka|უკვე მიხვდით?}}). ჯგუფიდან წასვლამდე ეს იყო სიდის მიერ სიმღერის დაწერის უკანასკნელი მცდელობა. ფილმში „[[The Pink Floyd and Syd Barrett Story]]“ როჯერ უოტერსი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც სიდი სიმღერას შესასწავლად სულ უფრო და უფრო შეუძლებელ მასალად აქცევდა, მან (უოტერსმა) გადადო ბას გიტარა, დატოვა ოთახი და აღარასოდეს დაუკრავს სიდთან. ჯგუფის ან ბარეტის მიერ სიმღერის საბოლოო ვერსია არ ჩაწერილა.
 
===Pink Theme===