კვარცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 68 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q43010
No edit summary
ხაზი 45:
აქტინოლინისა და ქლორიტის ჩანართები იძლევა მწვანე ფერის სახესხვაობას — ''პრაზემს'', ქარსისა და ჰემატიტისა — ოქროსფრად მოციმციმე ''ავანტიურინს''. კვარცის ფარულკრისტალური სახესხვაობანი — [[აქატი]] და [[ქალცედონი]] — ბოჭკოვანი აგებულებისაა. კვარცს აქვს პიეზოელექტრული თვისებები. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 7, სიმკვრივე 2650 კგ/მ³.
 
კვარცი მეტად გავრცელებული [[მინერალი]]ა. წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, ჰიდროთერმული და დანალექი გზით. დამუშავებულია კვარცის ხელოვნურად მიღების სამრეწველო ტექნოლოგია. კვარცის ქვიშა და კვარციტი კერამიკისა და მინის წარმოების ძირითადი ნედლეულია, მონოკრისტალური კვარცს იყენებენ რადიოტექნიკაში, ოპტიკურ ხელსაწყოთმშენებლობაში; ნალღობ კვარცს ქიმიური ჭურჭლის დასამზადებლად. კვარცისგან იღებენ si-ის. კვარცის გამჭვირვალე ფერადი სახეობანი, აგრეთვე აქატი, ონიქსი, სარდიონი და სხვ.სხვა ნახევრადძვირფასი ქვებია.
 
კვარცის დიდი საბადოებია [[ურალი|ურალზე]], [[უკრაინა]]ში, [[პამირი|პამირსა]] და მდინარე ალდანის აუზში, ასევე [[ბრაზილია]]სა და [[მადაგასკარი|მადაგასკარზე]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვარცი“-დან