გურამ ბზვანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
1953 წელს დაამთავრა [[თბილისის პირველი საშუალო სკოლა]]. 1954-1960 წლებში სწავლობდა [[საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი|საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში]], საფეიქრო ფაკულტეტზე. ეს წლები მისი შემოქმედების ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო. როცა სტუდენტი გახდა ინსტიტუტში უკვე სწავლობდნენ თამაზ ცინცაძე და გურამ ბაკურაძე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტურ ოლიმპიადაზე, შეასრულეს სიმღერა თბილისზე, რომელიც ძალიან მოეწონათ ორკესტრის ხელმძღვანელებს და ისინი ორკესტრის წევრებად მიიღეს. მათი თხოვნით ორკესტრის ხელმძღვანელებმა გურამ ბზვანელსაც მოუსმინეს, მიიღეს და ურჩიეს, რომ მოეფიქრებინათ მათ თუ როგორ შეექმნათ კვარტეტი. მეოთხე წევრი გახდა შოთა ხარაბაძე, კვარტეტისთვის მუსიკას და ტექსტებს გურამ ბზვანელი წერდა.
 
პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვარტეტის პოპულარობა მალე გასცდა თბილისის ფარგლებს და მთელი [[საბჭოთა კავშირი]] მოიცვა, გასტროლები ჰქონდათ თითქმის ყველა რესპუბლიკაში, 1957 წლისწელს მსოფლიომოსკოვის ფესტივალზემეექვსე კვარტეტმაფესტივალში ლაურეატისგეპეის წოდებაკვარტეტი დაიმსახურაგამოვიდა თავის ორკესტრთან ერთად. კვარტეტი ფესტივალის ლაურეატი გახდა. ეს იყო ერთადერთი თვითშემოქმედი საესტრადო კოლექტივი, რომელმაც ეს კილდო მოიპოვა.
 
პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბზვანელი მუსიკალური ცოდნის გაღმავების მიზნით [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია|თბილისის კონსერვატორიის]] თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტზე სწავლობდა, 1960-1965 წლებში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იყო პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი. ასევე მუშაობდა 23-ე საშუალო სკოლის სამუსიკო ათწლედის ხელმძღვანელად, მინიატურების სახელმწიფო თეატრში მუსიკალურ ნაწილის გამგედ, ხოლო 1988 წლიდან მუშაობდა თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებლის დირექტორად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გურამ_ბზვანელი“-დან