რაჭის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Map-etno-kutais-Uyezd Racha.jpg|thumb|250px|რაჭის მაზრა]]
'''რაჭის მაზრა''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიაში]]. [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] შემადგენელი ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი [[ონი]], ფართობი 2857 კმ², მოსახლეობა 72742 კაცი (XIX საუკუნის მიწურულის მონაცემები). ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე რაჭა [[1811]]-იდან რაჭის ოკრუგის სახელწოდებით იმერეთის ოლქის შემადგენლობაში იყო. [[1840]] წელს ეწოდა რაჭის უბანი და შევიდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის ქუთაისის მაზრის შემადგენლობაში. [[1846]], ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ, რაჭის უბანს დაემატა ოსეთის ოკრუგის მამისონის ხეობის სოფლები და იწოდა რაჭის მაზრად. იყოფოდა ბუგეულის, კუდარო-მამისონის, უწერისა და ხოტევის უბნებად, ხოლო [[1888]] წლიდან ამბროლაურისა და ონის უბნებად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ([[1921]]) შეიქმნა იმავე რაჭის მაზრის სახელწოდების ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც [[1928]] წელს გაერთიანდა [[ლეჩხუმის მაზრა|ლეჩხუმის მაზრასთან]] და იწოდა რაჭა-ლეჩხუმის მაზრად. გაუქმდა [[1930]] წელს.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|8|313|ცინცაძე ზ.}}
*''ცინცაძე ზ''., [[ქსე]], ტ. 8, გვ. 313, თბ., 1984
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჭის_მაზრა“-დან