კორიოლისის ძალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Corioliskraftanimation.gif|thumb|200px|ბურთულას ტრაექტორია სხვადასხვა ათვლის სისტემებზე მოძრავი თეფშის ზედაპირზე (ზემოთ — ინერციული, ქვემოთ — არაინერციული)]]
'''კორიოლისის ძალა''' — ინერციის ძალების ერთ-ერთი სახე, რომელიც შემოაქვთ იმისათვის, რომ გაითვალისწინონ ათვლის მოძრავი სისტემის ბრუნვის გავლენა მატერიალური წერტილის ფარდობითს მოძრაობაზე. კორიოლისის ძალა რიცხობრივად უდრის წერტილის მასის ნამრავლს მის კორიოლისის აჩქარებაზე და მიმართულია ამ აჩქარების საწინააღმდეგოდ. ეფექტი, რომელიც კორიოლისის ძალას ითვალისწინებს, იმაში მდგომარეობს, რომ ათვლის მბრუნავ სისტემაში ბრუნვის ღერძის არაპარალელურად მოძრავი მატერიალურიწერტილიმატერიალური წერტილი გადაიხრება მისი ფარდობითი სიჩქარისადმი პერპენდიკულარული მიმართულებით ან წნევას ახდენს სხეულზე, რომელიც ასეთ გადახრას ეწინააღმდეგება. დედამიწაზე[[დედამიწა]]ზე ეს ეფექტი, რომელიც მისი დღეღამური ბრუნვითაა განპირობებული იმაში მდგომარეობს, რომ თავისუფლად ვარდნილი სხეული ვერტიკალიდან[[ვერტიკალი]]დან აღმოსავლეთისაკენ გადაიხრება (1-ლი მიახლოებით), დედამიწის ზედაპირის გასწვრივ მერიდიანის[[მერიდიანი]]ს მიმართულებით მოძრავი სხეული კი — ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მარჯვნივ, ხოლო სამხრეთში — მისი მოძრაბის მიმართულებიდან მარცხნივ. კორიოლისის ძალით აიხსნება მდინარეთა ნაპირების გამორეცხვა, ზღვისა და ჰაერის ზოგიერთი დინების წარმოშობა და სხვა. კორიოლისის ძალის ცნება შემოიღო ფრაგმა მექანიკოსმა გიუსტავ გასპარ კორიოლისმა.