პარიზის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Sorbonne_17thc.jpg|thumb|right|300px|სორბონი, პარიზი, მე-17 საუკუნის გრავიურა]]
[[ფაილი:Sorbonne DSC09369.jpg|thumb|right|300px|სორბონი დღეს, იგივე ხედი.]]
'''პარიზის უნივერსიტეტი''' ({{lang-fr|Université de Paris}}) უკეთ ცნობილი, როგორც '''სორბონი''' ({{lang-fr|Sorbonne}}) — [[უნივერსიტეტი]] [[პარიზი|პარიზში]], რომელიც პირველად გაჩნდა მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში. [[1970]] წელს რეორგანიზაციის შედეგად იგი დაიყო 13 ავტონომიურ უნივერსიტეტად (პარიზის უნივერსიტეტი I–XIII). უნივერსიტეტს ხშირად მოიხსენიებენ როგორც '''სორბონი''', იგივე სახელწოდების კოლეგიატის (Collège de Sorbonne) მიხედვით, რომელიც [[1257]] წელს [[რობერ დე სორბონი|რობერ დე სორბონმა]] დააფუძნა, თუმცა თვით უნივერსიტეტი უფრო ძველია და სორბონი მხოლოდ მისი შემადგენელი ნაწილია. უნივერსიტეტის 13 შთამომავლიდან პირველი ოთხი სორბონში იმყოფება, შემდგომი სამისთვის კი სორბონი ტიტულის ნაწილია. ცამეტივე უნივერსიტეტს დღემდე საერთო [[რექტორი]] ჰყავს, რომელსაც ოფისი სორბონში აქვს.
 
სორბონი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა.