მამია V გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
 
'''მამია V გურიელი''' (დ. [[1789]] — გ. [[20 სექტემბერი]], [[1826]], [[ჩარშამბა]]) — [[გურიის სამთავრო]]ს უკანასკნელი მთავარი [[1809]]-[[1826]] წლებში, [[სიმონ III გურიელი]]ს ძე.
 
==ბიოგრაფია==
1792 წელს გარდაიცვალა მამიას მამა, [[სიმონ III გურიელი]]. მაშინ მამია სამი წლის იყო. მისი აღზრდა იკისრა ბიძამ, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრომ]], რომელიც სიმონის ქვრივთან, მარინესთან შეთანხმებით სამთავროს რეგენტის უფლებით განაგებდა 1797-1809 წლებში.
 
==ურთიერთობა რუსეთის იმპერიასთან==
მამია V გურიელის სახელს უკავშირდება გურიის სამთავროს მიღება [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მფარველობაში. [[1804]] წელსწლის 4ივლისის ტრაქტატით რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ. რუსეთ-იმერეთის ხელშეკრულებით, გურია იმერეთის ნაწილად იქნა მიჩნეული. ამით მამია V გურიელი უკმაყოფილო იყო. მან დაიწყო მცდელობა, მარტოს გაეფორმებინა ხელშეკრულება რუსეთთან. ამისათვის გურიელი დიდ დახმარებას უწევდა რუსეთის სარდლებს [[ფოთი]]ს აღებაში. 1809 წელს მან წერილობით მიმართა რუსეთის სარდლობას, სადაც სთხოვდა, რომ გურიის სამთავრო შესულიყო მათ მფარველობაში. გურიელს მისცეს წინადადება, რომ წარედგინა თავისი თხოვნა რუსეთის იმპერატორის სახელზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა რუსეთის იმპერიაში გურიის შესვლის სამართლებრივი პირობები. რუსეთის სარდლობამ ისე მოაწყო საქმე, რომ არათუ გადაიბირა გურიელი რუსეთის მხარეზე, არამედ უნარიანად გამოიყენა ის [[სოლომონ II]]-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1809 წლის 2 ნოემბერს მამია V გურიელი ზურგიდან თავს დაესხა [[გრიგოლეთი|გრიგოლეთსა]] და [[მალთაყვა]]ს შორის დაბანაკებულ ოსმალთა ჯარს და სრულად გაანადგურა. 1810 წელს მამია გურიელი თავისი 1000 კაციანი ჯარით რუსეთთან ერთად ცდილობდა სოლომონის შეპყრობას. სოლომონის წინააღმდეგ გამოდიოდა სამეგრელოს მთავარიც. მამია გურიელმა და მისმა დედდამ, მარინე წერეთელმა, დიდად შეუწყვეს რუსებს ხელი ფოთის აღებაში. ამიტომ მათ აღარ შეხვედრიათ წინააღმდეგობა რუსეთის მფარველობაში შესასვლელად.
 
მამია გურიელის მიერ რუსეთისადმი წარგენილი თხოვნა ითვალისწინებდა :1. გურიის შესვლას რუსეთის მფარველობაში; 2. სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეეხებოდა [[ტყვის სყიდვა|ტყვეებით ვაჭრობას]], მკვლელობასა და ქურდობას უნდა დაქვემდებარებოდა იმერეთის მმართველის მიერ დანიშნულ სამხედრო სასმართლოს; 3. რუსეთს უნდა დაეცვა გურია გარეშე მტრისაგან, რისთვისაც გურიაში უნდა ჰყოლოდა ჯარი, რომლის შენახვაში გურიელი მიირებდა მონაწილეობას; 4. გურიელს უნდა მიეღო ადგილობრივი მადნეულის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.
 
[[1810]] წლის [[19 ივნისი|19 ივნისს]] |მამია V გურიელმა]] რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა მამია გურიელს არმიის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა და წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მარინა დედოფალს დაენიშნა პენსია წლიურად 2000 მანეთი.
 
1819-1820 წლებში [[იმერეთის აჯანყება 1819-1820|იმერეთისა აჯანყების]] დროს აჯანყების ხელმძღვანელი [[ივანე აბაშიძე]] გურიაში გამოიქცა. მან თავის ნათესავს, [[ქაიხოსრო ბატონიშვილი|ქაიხოსრო ბატონიშვილს]] შეაფარა თავი. ქაიხოსრო მამია გურიელის ბიძა იყო. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი, დავით ზაალის ძე ერისთავი. მამია V გურიელმა რუსეთის მხარე დაიჭირა. რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა.[[1820]] წლის აპრილს გურიაში რაზმით შესული პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. გურიაში შევიდა რუსთა დამატებითი ძალები გენერალ ველიამინოვის სარდლობით. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა [[შემოქმედი]]ს ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო [[გრიგოლეთი]], [[ნიგოზდიდი]]. დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით თურქეთში ემიგრაციაში წავიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მამია_V_გურიელი“-დან