ფეოდოსია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
'''ფეოდოსია''' ({{lang-uk|Феодосія}}) — ქალაქი [[უკრაინა]]ში, [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე. მდებარეობს [[ყირიმის ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე, [[სიმფეროპოლი]]დან 116 კმ. ნავსადგური, რკინიგზის სადგური. 2001 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 97,721 ადამიანი. ივანე აივაზოვკის სახელობის სურათების გალერეა.
 
დაარსდა ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში. ძველი წელთაღიცხვისწელთაღრიცხვის IV საუკუნის 80-იანი წლებიდან [[ბოსფორის სახელმწიფოსსახელმწიფო]]ს შემადგენლობაშია. ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში გაანადგურეს [[ჰუნები|ჰუნებმა]], VI საუკუნის დასასრულს დაიმორჩილეს ხაზარებმა, XIII საუკუნის დამდეგს — მონღოლებმა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში გენუელებმა ფეოდოსიაში დაარსესდააარსეს სავაჭრო დასახლება კაფა. XV საუკუნიდან [[ყირიმის სახანოსსახანო]]ს ტერიტორიაზე მონათვაჭრობის მსხვილი ცენტრია. 1783 წელს ყირიმის მთელ ტერიტორიასთან ერთად შევიდა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში. [[მეორე მსოფლიო ომისომი]]ს დროს ოკუპირებული იყო გერმანელ ფაშისტთა ჯარების მიერ. გაათავისუფლა საბჭოთა არმიამ 1944 წლის 13 აპრილს. ქალაქი დაჯილდოებულია სამამულო ომის I ხარისხის ორდენით (1982).
 
კლიმატურ-ბალნეოლოგიური, ტალახით სამკურნალო კურორტია. იცის თბილი [[ზაფხული]] და რბილი [[ზამთარი]]. ნალექები 360 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალება: ზღვაში ბანაობა, ქლორიდულ-სულფატურ-ნატრიუმიანი მინერალური სასმელი წყალი („ფეოდოსია“), აჯიგოლის ტბის შლამის ტალახი. სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის ორგანოთა, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი; წყალტალახსამკურნალო, დასასვენებელი სახლები, წვრილქვიშიანი პლაჟი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფეოდოსია“-დან