სინანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვაუქმებ. ისედაც გადამისამართებულია 'ტაძარზე'
No edit summary
ხაზი 34:
 
თუმცა სინანის ნამდვილი ნიჭი მას შემდეგ გამოვლინდა, როდესაც იგი სულთანმა [[სულეიმან I]]–მა 1538 წელს სასახლის სამშენებლო სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. [[სტამბოლი|სტამბოლში]] მისი პირველი დიდი დავალება [[შეჰზადეს მეჩეთი]]ს, უფლისწულის მეჩეთის (1543–48) აგება იყო. მოგვიანებით სინანი მას „შეგირდის ნამუშევარს“ უწოდებს.
სინანის საოსტატო ნამუშევარიც, [[ოქროს რქის ნაპირი|ოქროს რქის]] კიდეში დატერასებული [[სულეიმანიეს მეჩეთი]]ს კომპლექსი (1550–57წწ.), რომელიც მან მის გვერდით ააშენა, სინამდვილეში [[აია–სოფიასაია-სოფიას ტაძარი|აია–სოფიას]] შემდეგ ნამდვილად შედევრია.
 
მოგვიანებით სინანმა თავისი ქმნილებები [[ედირნე]]ში სუნთქვისშემკვრელი გუმბათიანი [[სელიმიეს მეჩეთი|სელიმიეს]] (1550–57წწ.) აგებით დააგვირგვინა, რომელიც საოცარი შუქთა გამითა და ზღაპრული შემკულობით გამოირჩევა, მათ შორის ჩინებული [[იზნიქის ფილები]]თ.
 
[[სტამბოლი|სტამბოლში]] სინანის სხვა დიდებული ნამუშევრებია: [[მიჰრიმაჰის მეჩეთი]] (1543–48წწ.) [[უსკუდარი|უსკუდარში]], [[აია–სოფიასაია-სოფიას ტაძარი|აია–სოფიასთან]] მდებარე მარმარილოთი მოპირკეთებული წყვილად ნაგები [[ჰიურემ სულთანის აბანო]] (1556/57წწ.) და [[ეგვიპტური ბაზარი|ეგვიპტურ ბაზართან]] მდებარე [[რუსტემ ფაშას მეჩეთი]] (1561–63წწ.) თავისი მომაჯადოებელი ფილებით.
 
თავისი მბრძანებლის [[სულეიმან I|სულთან სულეიმანის]] მავზოლეუმის (1566/67წწ.) აგებისას [[სულეიმანიე]]ს ტერიტორიაზე სინანის შთაგონების წყარო იერუსალიმის კლდოვანი ტაძარი გახდა. შესამჩნევ ადგილას მდებარეობს შედარებით მომცრო და სადა აკლდამა, რომელიც სინანმა თავისთვის ააგო. მეტი ბრწყინვალება საჭირო არც იყო, რადგანაც 1588 წელს გარდაცვლილი „სულთანთა ხუროთმოძღვრის“ ყველაზე ძვირფასი შემკულობა მისივე „ქვის პოეზიაა“, მისი წარუშლელად მშვენიერი ნაგებობები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინანი“-დან