არაგაწი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 21:
| გამოთქმა =
}}
'''არაგაწი''' ([[სომხ.]] Արագած), ''ალაგიოზი'' ([[თურქ.]] Alagöz) — დიდი ანდეზიტ-დაციტური [[სტრატოვულკანი]] ჩრდილო-დასავლეთ [[სომხეთი|სომხეთში]], [[ერევანი|ერევნის]] ჩრდილოეთ-დასავლეთით, [[არარატის ვაკე|არარატის ვაკის]] ჩრდილოეთით. არაგაწი მრგვალი, ფარისებრი ამაღლებაა, რომელზედაც დაკბილული მწვერვალია აღმართული. სომხეთის და ამიერკავკასიის მთიანეთის უმაღლესი წერტილი (4090 მ). აგებულია ლავებითა და ტუფებით. ჩამოყალიბება დაიწყო პლიოცენსა და პლეისტოცენში. ლავის გაცივებული ნაკადები მიმართულია დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 13 კმ მანძილზე. არის მყინვარები. აქვს 4 მწვერვალი. წარმოადგენს კონუსს, რომლის პერიმეტრია 200 კმ. მწვერვალებს შორის [[ვულკანური კრატერი]]ა, რომლის სიღრმე 350 მ, ხოლო სიგანე 2,5 კმ აღწევს. კალთებზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 3190 მ სიმაღლეზე მდებარეობს [[კარის ტბა]]. ჭარბობს მთის ქსეროფიტული სტეპები. მწვერვალთან მაღალთის მდელოები და ქვის ნაყარია. სამხრეთ ფერდობზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ამბერდის ნანგრევები. მთის კალთებზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1500 მ-ზე მდებარეობს [[ბიურაკანის ობსერვატორია]].
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არაგაწი“-დან