ჯოვანი ბოკაჩო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
 
განსხვავებით პეტრარკასგან, რომლის გავლენასაც განიცდიდა, ბოკაჩომ დაძლია შუა საუკუნეების კულტურული ტრადიცია. მიუხედავად ამისა, 1360-იან წლებში ბოკაჩოშიც გაიღვიძა საშუალო საუკუნეების სინდისმა და ის მიეცა მონანიებას „დეკამერონისთვის“. 1362 წელს თავად ბოკაჩომ კინაღამ გაანადგურა თავისი შედევრი კარტეზიელი ბერის, ვინმე ჯოაკიმე ჩიანის მოთხოვნით, რომელმაც მოუთხრო იმ ტანჯვის შესახებ, რაც საიქიოში ელოდა თუ ურჯულო თხზულების დაწერას არ მოინანიებდა. ბოკაჩო მზად იყო, გაენადგურებინა საკუთარი თხზულებები, ხელი აეღო მწერლობაზე და გაეყიდა ბიბლიოთეკა. ამ ქმედების ჩადენა მას პეტრარკამ გადაათქმევინა. ამავე პერიოდში დაწერა მან [[პამფლეტი]] „ყორანი“, რომელიც მიმართულია [[ქალი]]ს წინააღმდეგ.
 
;დევნა
თავისი ანტიკლერიკალური და ანტიასკეტური ტენდენციის გამო მომდევნო წლებში დეკამერონს დევნა დაუწყეს.
 
1497 წელს [[სავონაროლა]]მ იგი დაწვა, კათოლიკურმა ეკლესიამ ”აკრძალულ წიგნთა ინდექსში” შეიტანა. შემდგომში, რაკი ნაწარმოების სრული აკრძალვა შეუძლებელი გახდა, მისი შესწორება მოინდომეს, მაგრამ პირვანდელი შეურყვნელი ტექსტი ჯერ კიდევ მე14-ე საუკუნეში გასცდა იტალიის საზღვარს და მალე მთელი კულტურული კაციობრიობის საკუთრებად იქცა. ბოკაჩოს შემდგომი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ლათინურად დაწერუილი თხზიულება [[ღმერთების გენეალოგია]], პოემა [[ყორანი]], (1354-55), [[ღვთაებრივი კომედია|ღვთაებრივი კომედიის]] 17 ქების კომენტარები და სხვა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოვანი_ბოკაჩო“-დან