ჰარი პოტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის George Ho ცვლილებების გაუქმება (№2735017)
No edit summary
ხაზი 21:
| საიტი =
}}
 
'''ჰარი პოტერი''' ({{lang-en|Harry Potter}}) — [[ჯოან როულინგი]]ს მიერ დაწერილი 7 ნაწილიანი [[ფენტეზი]]ს ჟანრის წიგნების სერია. იგი [[ჰარი პოტერი (პერსონაჟი)|ჰარი პოტერის]], ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს და ძირითადად ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. წიგნი მთელ მსოფლიოშია ცნობილი და უამრავ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულადაც. დიდი პოპულარობით სარგებლობს [[ჰარი პოტერი (ფილმების სერია)|წიგნის ეკრანიზაციაც]].
 
== სიუჟეტი ==
 
ჰარი პოტერი ერთი უცნაური თვისებების მქონე ობოლი ბიჭია, რომელიც დერსლების ოჯახთან,დეიდასთან და ბიძიასთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ლიტლ უინგში, პრივიტ დრაივის #4 სახლში.ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, როდესაც ჰარიმ ,ვისაც დეიდას და ბიძიას გარდა არავინ ჰყავდა,წერილი მიიღო,თუმცა მისი წაკითხვა ვერ მოასწრო,რადგან ბიძიამ წაართვა.ამის შემდეგ სახლში წერილების ნამდვილი წვიმა წამოვიდა,რასაც დერსლები ჰარისთან ერთად ერთ მიყრუებულ კუნძულზე გაექცნენ. ეს სწორედ ჰარის მე-11 დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ჰარის დაბადების დღეზე კი მასთან მივიდა ნახევრად გოლიათი [[ჰაგრიდი]] და უთხრა, რომ იგი ჯადოქარია.უამბო თავისი მშობლების გარდაცვალების ნამდვილ მიზეზზეც,ისინი კი თავისი დროის უდიდესმა ბოროტმა ჯადოქარმა,[[ლორდი ვოლდემორი|ლორდმა ვოლდემორმა]] დახოცა. მან ჰარის მოკვლაც სცადა,თუმცა უშედეგოდ. ჰარისთვის წერილი გამოგზავნილი იყო ჯადოქრობისა და მაგიის სკოლა [[ჰოგვორტსი]]დან. ამის შემდეგ ჰარი [[ჰოგვორტსი|ჰოგვორტსში]] წავიდა სასწავლებლად და იქ ბევრი მეგობარი შეიძინა. ბიჭი მიხვდა, რომ ის თავის სამყაროში აღმოჩნდა, იქ მას ყველა იცნობდა და ყველა პატივს სცემდა რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ბოროტ ძლევამოსილ ჯადოქარ, [[ვოლდემორი|ვოლდემორს]] წინ გადაუდგა და დაამარცხა ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ის ჩვილი იყო. ჰარის ამ ამბიდან არაფერი ახსოვდა თუმცა მის სხეულზე დარჩენილი ნაიარევი ამას ადასტურებდა. ის თუ რატომ სურდა ვოლდემორს ჰარის მოკვლა ირკვევა წიგნის მეხუთე ტომში [[ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი]]. საბოლოოდ ჰარი შეძლებს ვოლდემორის დამარცხებას, ამას იგი თავის მეგობარ [[რონ უისლი|რონთან]] და [[ჰერმიონ გრეინჯერი|ჰერმიონთან]] ერთად მოახერხებს. მათ შეძლეს და გაანადგურეს ვოლდემორის მიერ შექმნილი [[ჰორკრუქსი|ჰორკრუქსები]] სადაც მისი სულის ნაწილები იყო განთავსებული.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰარი_პოტერი“-დან