ახალი ზელანდია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 1 303:
[[ტრანსპორტი]]ს განვითარება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის ერთ-ერთი ეკონომიკური პრიორიტეტი მისი განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში. უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებულია ძალიან დაბალ [[მოსახლეობის სიმჭიდროვე]]სთან შედარებით დიდ ტერიტორიაზე და დასახლებულ პუნქტებს შორის საკმაოდ დიდი მანძილით.
სატრანსპორტო სისტემის [[სტრუქტურა]] ქვეყნის შიგნით აგებულია სახელმწიფო ჩქაროსნული საავტომობილო [[გზა|გზების]] ქსელის საფუძველზე ([[lang-en|New Zealand State Highway Network]]), რომელშიც შედის 100-ზე მეტი საავტომობილო მაგისტრალი. ამ ქსელს განაგებს სახელმწიფო ორგანიზაცია Transit New Zealand. ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო არტერიაა — ტრასა SH1, რომელიც გადის ჩრდილოეთი და სამხრეთი კუნძულების მთელ სიგრძეზე. ქვეყნის საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 92 000 კმ-ზე მეტი.
მსუბუქ ავტომობილებს შორის 2000-იან წლებში ახალ ზელანდიაში უპირატესობას აძლევდნენ იაპონური მარკის ავტომობილებს.
|