დეკა (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q3062239
No edit summary
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''დეკა''' ({{lang-la|Rhododendron caucasicum}}) — რელიქტური მცენარე [[მანანასებრნი|მანანასებრთა]] ოჯახის როდოდენდრონის გვარისა.
 
მარადმწვანე დაბალი (1—1,5 მ) ბუჩქია. აქვს მოგრძო, ტყავისებრი ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი — ქეჩისებრ ბუსუსიანი. თეთრ ან მოყვითალო, მეტად ლამაზ ზარისებრ ყვავილებს დაყვავილებისას ზოგჯერ ვარდისფერი გადაჰკრავს. ნაყოფი ხუთბუდიანი კოლოფია. გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში ზღვის დონიდან 1600—3000 მ-მდე. გვხვდება აგრეთვე თურქეთში — პონტოს მთებში. ჩვენს სუბალპურ ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) დეკა იზრდება ძალზე შეკრულ ქვეტყედ. ალპურ სარტყელში ჩრდილოეთ კალთებზე ქმნის ასევე ხშირ რაყას — [[დეკიანი|დეკიანს]]. ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (14—17%). ყვავილის შეფერილობით განარჩევენ რამდენიმე სახესხვაობას. ცნობილია შქერისა და დეკას ბუნებრივი ჰიბრიდები, რომლებიც დამახასიათებელია კოლხეთის სუბალპური სარტყლისათვის. არსებობს როდოდენდრონის გვარის ჩრდილოამერიკული სახეობებისა და დეკას რამდენიმე ბაღური ჰიბრიდი, რომელიც ამერიკის ბაღებშია მოშენებული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეკა_(მცენარე)“-დან