'''''სარკინოზები''''', (იგივე სარაცინები,) — გვიანი [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეების]] [[ევროპა|ევროპაში]] მაჰმადიანების მიმართ გამოყენებილი ფართოდ გავრცელებული ტერმინიატერმინი. მისი მნიშვნელობა მთელი ისტორიის განმავლობაში თანდათან იცვლებოდა. ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, [[ბერძნული ენა|ბერძნულ]] და [[ლათინური ენა|ლათინურ ენებში]], ''სარკინოზად'' მოიხსენიებდნენ ხალხს, რომლებიც [[რომის იმპერია|რომის]] ახლო პროვინციის -— [[არაბეთის ნახევარკუნძული|არაბეთის უდაბნოებში]] ცხოვრობდნენ, მაგრამ [[არაბები|არაბებისგან]] განსხვავდებოდნენ<ref>წინასწარმეტყველ დანიელის წიგნი</ref>. ადრე-შუასაუკუნეების ევროპაში ეს ტერმინი უკვე არაბებზეც ვრცელდებოდა<ref>"სარკინოზები" ენციკლოპედია ბრიტანიკა - 2013 წლის დეკემბერი</ref>. მე-12XII საუკუნის ლათინურ ლიტერატურაში კი ''სარკინოზებად'' უკვე ყველა მაჰმადიანს მოიხსენიებდნენ.<ref>"ალ კაფის" სურა</ref>