ანრი (ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინიატიურა '''ჰენრი''' — ლუქსემბურგი|ლუქსე...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Henri of Luxembourg (2009).jpg|მინიატიურა]]
'''ჰენრი''' (დ. [[16 აპრილი]] [[1955]]) — [[ლუქსემბურგი|ლუქსემბურგის]] დიდი ჰერცოგი [[2000]] წლიდან, მას შემდეგ, რაც მამამისი, [[ჟანი (ლუქსემბურგი)|ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჟანი]] მის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა.
== მშობლები ==
ჰენრის მშობლები [[ჟანი (ლუქსემბურგი)|დიდი ჰერცოგი ჟანი]] და ჰერცოგინია ჟოსეფინა-შარლოტა იყვნენ. ისინი 1953 წლის 9 აპრილს დაქორწინდნენ და ჰენრის გარდა კიდევ ოთხი შვილი ეყოლათ. დედა - [[ბელგია|ბელგიის]] სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ბელგიის მეფე [[ლეოპოლდ III|ლეოპოლდ III-ისა]] და დედოფალ ასტრიდის უფროსი და ერთადერთი ქალიშვილი იყო. ის 1927 წლის ოქტომბერში დაიბადა [[ბრიუსელი|ბრიუსელში]]. იგი სათავეში ედგა არაერთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, მათ შორის ლუქსემბურგის წითელ ჯვარს (1958 წლიდან). ჰერცოგინია 2005 წლის 10 ივნისს 77 წლის ასაკში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა.
== განათლება ==
ჰენრი დაიბადა [[1955]] წლის აპრილში, ბეთზდორფის ციხესიმაგრეში, ლუქსემბურგში. განათლება მიიღო როგორც სამშობლოში, ასევე საფრანგეთში, დაამთავრა [[ჟენევა|ჟენევის]] უნივერსიტეტი პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობით. ასევე მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება სენდჰასის სამეფო სამხედრო კოლეჯში, [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთში]]. მონარქი თავისუფლად ფლობს [[ფრანგული ენა|ფრანგულ]], [[ინგლისური ენა|ინგლისურ]] და [[გერმანული ენა|გერმანულ]] ენებს.
== პირადი ცხოვრება ==
თავის მომავალ მეუღლეს, მარია ტერეზა მესთრს, პრინცი შეხვდა შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტში სწავლისას. მიუხედავად პრინცის დედის წინააღმდეგობისა, ჰენრი დაქორწინდა მარიაზე [[1981]] წლის [[14 თებერვალი|14 თებერვალს]] ლუქსემბურგში. სამეფო წყვილს შეეძინა ხუთი შვილი - 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი. [[2006]] წლის [[12 მარტი|12 მარტს]] ჰერცოგსა და ჰერცოგინიას შეეძინათ შვილიშვილი - მათ მესამე ვაჟს - პრინც ლუის შეეძინა ვაჟი - გაბრიელი.
== სამართლებრივი სტატუსი ==
ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველზე, დიდი ჰერცოგი სახელმწიფოს მეთაურია. მონარქის პოზიციები ასახულია ქვეყნის მთავარი კანონის 33-ე და 49-ე თავებში. იგი ნიშნავს პრემიერსა და მთავრობის სხვა წევრებს, ხსნის და ხურავს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა პალატას, ნიშნავს ელჩებს და ა.შ. თუ სამი თვის განმავლობაში ჰერცოგმა ხელი არ მოაწერა დეპუტატთა პალატის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, იგი შემდეგში გაუქმებულად ითვლება. ჰერცოგი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია.
== რეზიდენცია ==
ქვეყნის დედაქალაქში ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგის ოფიციალური რეზიდენციაა Grand Ducal Palace, სწორედ აქ ემსახურება ის სამშობლოს, როგორც სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, მონარქის ოფიციალური რეზიდენციაა, ასევე, ბერგის ციხესიმაგრე.
== მემკვიდრე ==
ტახტის უშუალო მემკვიდრე - პრინცი ვილჰელმი 1981 წლის ნოემბერში დაიბადა. მან დაწყებითი განათლება სამშობლოში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა შვეიცარიის ერთ-ერთ დახურულ სკოლაში. სამხედრო განათლება მიიღო [[ბრიტანეთი|ბრიტანეთში]], სენდჰასის სამეფო აკადემიაში. ბრიტანეთშივე მიიღო უმაღლესი განათლება - სწავლობდა დარემისა და ბრანელის უნივერსიტეტში ([[ლონდონი]]). პრინცი დღესაც აგრძელებს სწავლას შვეიცარიაში და აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის ცხოვრებაში. უკრავს პიანინოზე, აინტერესებს მუსიკა, ცურვა და კალათბურთი. საუბრობს გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ
ენებზე. პრინცი ხშირად წარმოადგენს მშობლებს საზღვარგარეთ.
== ლიტერატურა ==
* გ. ჭანტურია, ს. ჭანტურია - მსოფლიოს მონარქები, თბ., 2008 წ. [[კატეგორია: ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგები]]