კოდორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
|Commons =
}}
'''კოდორი''' — [[მდინარე]] ჩრდილოეთ-დასავლეთ საქართველოში, [[აფხაზეთის არავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება მდინარეების [[საკენი (მდინარე)|საკენისა]] და [[გვანდრა (მდინარე)|გვანდრის]] შეერთებით სოფელ [[მარცხენა გენწვიში|მარცხენა გეწვიშთან]], ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] სოფელ აძუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ². მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი — 123 მ³/წმ.<ref name="qse" />
 
კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.<ref name="Mar">{{cite book |author=[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]]. |title=საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა) |isbn= |publisher=ცოდნა |location=თბილისი, საქ. |page=122 თბ. 1964 }}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორი“-დან