მაქსიმილიან I (სრი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით
ხაზი 1:
[[ფაილი:Albrecht Dürer 084b.jpg|მინიატიურა|მაქსიმილიან I, [[ალბრეხტ დიურერი]]ს მიერ შესრულებული პორტრეტი, 1519 წელი]]
'''მაქსიმილიან I''' (დ. [[22 მარტი]], [[1459]] — გ. [[12 იანვარი]], [[1519]]) — იმპარატორ [[ფრიდრიხ III (სრი)|ფრიდრიხ III]]-ის შვილი, [[1486]] წლიდან [[რომაელ-გერმანელთა მეფე|რომაელთა (კათოლიკეთა; გერმანიის) მეფე]], [[1493]] წლიდან კი — [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერატორი]]. თუმცა ის არასოდეს უკურთხებია პაპს, რადგანაც იმ პერიოდში [[რომი]]სკენ გამგზავრება ძალიან სახიფათო იყო. [[1483]] წლიდან, მამის სიცოცხლის ბოლო ათი წლის განმავლობაში ის მასთან ერთად მართავდა იმპერიას. მაქსიმილიანმა მოახერხა გავლენის გავრცელება ჰაბსბურგთა საგვარეულოზე ომით და ქორწინებით [[1477]] წელს, როდესაც იქორწინა [[მერიმარიამ ბურგუნდიელი|მერიმარიამ ბურგუნდიელზე]], [[ბურგუნდია|ბურგუნდიის]] საჰერცოგოს მემკვიდრეზე. თუმცა დაკარგა ავსტრიის ტერიტორია დღევანდელ [[შვეიცარია]]სთან.
 
მისი შვილის, ფილიპ ლამაზის ([[ფილიპ I კასტილიელი]]) მომავალ დედოფალ, [[იოანა კასტილიელი|იოანა კასტილიელზე]] ქორწინების შემდეგ, მაქსიმილიანმა მოახერხა [[ესპანეთი|ესპანეთში]] ჰაბსბურგთა დინასტიის სათავეში ჩაყენება. ამან კი საშუალება მისცა მის შვილიშვილს, [[კარლ V ჰაბსბურგი|კარლ V]]-ს დაპატრონებოდა როგორც [[კასტილია|კასტილიის]], ასევე [[არაგონის სამეფო|არაგონიის]] ტახტს და გახდა [[ესპანეთი]]ს პირველი კანონიერი მეფე. ფილიპის გარდაცვალების შემდეგ კი კარლი გახდა [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] მემკვიდრეც, ხოლო [[1519]] წელს, უკვე მაქსიმილიანის გარდაცვალების შემდეგ, ერთდროულად როგორც ესპანეთის, ასევე [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] მმართველად იქცა.