ჰერეთის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{საქართველოს სახელმწიფოებრიობა}}
'''ჰერეთის სამეფო''' — ქართული ფეოდალური სახელმწიფო (IX საუკუნის დასასრული — XI საუკუნის დასაწყისი). მისი დამაარსებელია [[ჰამამი]], რომელმაც, [[მოსე კალანკატუელი]]ს ცნობით, [[893]] მეფის ტიტული მიიღო.
== სახელმწიფოს სახელწოდება ==
IX-X საუკუნეებში [[კახეთის სამთავრო|კახეთის სამთავროს]] მეზობლად არსებული ჰერეთის სახელმწიფოს ქართულ და უცხოურ წყაროებში ეწოდება „შაქი“, „კამბეჩანი“. ის აგრეთვე მოიხსენიება სახელწოდებით „რანი“, „ალბანეთი“. ქართულ შუასაუკუნოვან წყაროებში „რანებად“ ერთ-ერთი ალბანური ტომიც იწოდება. ალბანური ტომები იმავე წყაროებში ჰერებადაც იწოდებოდნენ, ამიტომაც „რანი“ და „ჰერეთი“ ამ წყაროების თანახმად, იდენტური ცნებებია. ქართულ წყაროებში ეს სახელმწიფო ხან „ჰერეთად“ იწოდება და ხანაც „რანად“, ამასთანავე ქართული „ჰერეთის სამეფო“ არაბული წყაროების „შაქის სამეფოსა“ და სომხური და ბიზანტიური წყაროების „ალვანთა სამეფოს“ იდენტურიცაა. ამ სამეფოს სახელწოდება ქართველებმა თავიანთი უახლოესი მეზობლის, ძველი ალბანეთის ერთ-ერთი ტომის, ჰერებისაგან აწარმოეს, არაბებმა სახელმწიფოს დედაქალაქის - შაქისაგან, სომხები და ბიზანტიელები მას ალბანეთს უწოდებდნენ, რადგან ის ყოფილი ალბანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. ქართულში ტერმინი „ალბანეთი“ ვერ დამკვიდრდა. ის რამდენჯერმე გვხვდება სომხურიდან ნათარგმნ წერილობით წყაროებში, სადაც, როგორც ჩანს, ის სომხურიდან მექანიკურადაა გადმოღებული. ალვანეთის შესატყვისად IX-XI საუკუნეების ქართულ (როგორც ორიგინალურ, ისე სომხურიდან ნათარგმნ) წყაროებში გვხვდება „ჰერეთი“. [[IX საუკუნე|IX]]-[[X საუკუნე|X]] საუკუნეებში ჰერეთი და ალვანეთი რეალურადაც ემთხვეოდა ერთმანეთს, რადგან ალვანეთი, რომელიც [[I საუკუნე|I]]-[[V საუკუნე|V]] საუკუნეებში ვრცელდებოდა [[იბერიის სამეფო|იბერიიდან]] [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვამდე]], [[სასანიანები|სასანიანთა]] და არაბთა ბატონობის შედეგად, ტერიტორიულად შემცირდა და თავისი არსებობის ამ ბოლო ხანაში ჰერეთის ფარგლებში მოექცა. ამდენად ქართულმა წერილობითმა წყაროებმა, ფაქტობრივად, ალვანეთის აღსანიშნავად სხვა ტერმინი არ იციან გარდა ჰერეთისა, რაც გვაძლევს საფუძველს ვარაუდისათვის, რომ „ჰერეთს“ არა მარტო IX-X სს-ში, არამედ თავიდანვე ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: ვიწრო - საკუთრივ ჰერეთისა და ფართო - მთლიანად ალვანეთისა.
Line 18 ⟶ 19:
== ეკონომიკური მდგომარეობა ==
ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, არაბთა და ბიზანტიელთა ბატონობის პირობებში, ჰერეთის ეკონომიკა შეფერხებით, მაგრამ მაინც წინსვლის გზით ვითარდებოდა. დამპყრობლებმა, განსაკუთრებით არაბებმა, მართალია შეაფერხეს, მაგრამ ვერ შეაჩერეს ქვეყნის სამეურნეო განვითარება. შუა საუკუნეებში ფეოდალური ურთიერთობის განმტკიცებას, რასაც თან ახლდა მიწის ახალი ფართობების ათვისება, ხელს უწობდა სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების, ბარში - მებაღეობა-მევენახეობის, სახნავი მიწათმოქმედების, მთის ზოლში - ძირითადად, მესაქონლეობის განვითარებას. იორ-ალაზნის აუზის ბარი საქართველოს მევენახეობის ერთ-ერთი რაიონი იყო. მეურნეობის ინტენსიური დარგების, განსაკუთრებით მევენახეობა-მებაღეობის განვითარებისათვის, საქალაქო ცხოვრების აღმავლობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სარწყავი სისტემის არსებობას, რომელთა ნაშთებიც მრავლადაა შემორჩენილი ჰერეთში. მთის ზონა მდიდარი იყო ალპური საძოვრებით, რაც ხელს უწყობდა მეცხვარეობის, მეცხენეობის, მსხვილფეხა რქოსანი მესაქონლეობის განვითარებას. ვახუშტი ბაგრატიონის აზრით, ერთ-ერთი რეგიონის, [[კამბეჩოვანი|კამბეჩოვანის]] (ქიზიყის) სახელწოდება, კამეჩიდან წარმოდგა. თუ ეს ვარაუდი სწორია, ის მიუთითებს ამ რეგიონში კამეჩის გავრცელებაზე უძველესი დროიდან, რადგან უკვე [[სტრაბონი]] (ძვ. და ახალი წელთაღრიცხვათა მიჯნა) ამ მხარეს კამბისენეს უწოდებს. სოფლის მეურნეობის დარგების აღმავლობა ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხელოსნობის დარგების განვითარებას. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა ადასტურებს კერამიკული და მინის საწარმოების არსებობას, მექვევრეობას, სახნავ-სათიბი, სამკალი იარაღის მჭედლობის არსებობას, მოპოვებულია ვაზის სასხლავი დანა და რკინის სხვა იარაღები. ჰერეთზე გადიოდა საქართველოს ამიერკავკასიაში უზენაესი არაბი მოხელის რეზიდენციასთან დამაკავშირებელი გზა, რაც ხელს უწყობდა ამ მხარის განვითარებას. ჰერეთის სამეფოს საკმაოდ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სახალიფოსთან, რასაც ჰერეთში აღმოჩენილი იმდროინდელი მრავალრიცხოვანი არაბული მონეტები მოწმობენ. ჰერეთის სამეფო არაბთა საერთაშორისო სატრანზიტო ვაჭრობაში მონაწილეობდა და საკუთარი სახელოსნო თუ სასოფლო-სამეურნეო საქონელიც გაჰქონდა.
 
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰერეთის_სამეფო“-დან