მიდუეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 69:
}}
'''მიდუეი''' ({{lang-en|Midway}}) — მარჯნის კუნძული [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]], ჰავაის არქიპელაგში. ეკუთვნის [[აშშ]]-ს. წარმოქმნილია დაშლილი ვულკანის ბაზალტურ საფუძველზე. ატოლის ლაგუნაში რამდენიმე პატარა კუნძულია (მათ შორის უდიდესია [[სენდი]], [[ისტერნი]], რომელთა ფართობია 5,2 კმ²). მიდუეი [[აშშ]]-სა და [[აზია|აზიის]] ქვეყნებს შორის საჰაერო გზის შუალედური ბაზაა. კუნძულ სენდზეა ტრანსწყნაროკეანური კაბელის სადგური, აეროდრომი, შუქურა. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს 1942 წლის 4-6 ივნისს მიდუეის რაიონში გაიმართა ბრძოლა იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის. იაპონელებს განზრახული ჰქონდათ მიდუეიზე ამერიკული ოპერატიული ბაზის ხელში ჩაგდება, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდნენ. იაპონელებმა დაკარგეს 4 ავიამზიდი, 1 კრეისერი და 253 თვითმფრინავი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ამერიკელებმა დაკარგეს 1 ავიამზიდი, 1 საესკადრო ნაღმოსანი და 150 თვითმფრინავი.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
{{დსე|Мидуэй|მიდუეი}}
{{ბრიტანიკა|381695}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიდუეი“-დან