მიდუეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა კუნძული | სახელი = მიდუეი | მშობ. სახელი = | native name...
 
No edit summary
ხაზი 68:
| დამატებითი ინფო =
}}
'''მიდუეი''' ({{lang-en|Midway}}) — მარჯნის კუნძული წყნარ ოკეანეში, ჰავაის არქიპელაგში. წარმოქმნილია დაშლილი ვულკანის ბაზალტურ საფუძველზე. ატოლის ლაგუნაში რამდენიმე პატარა კუნძულია (მათ შორის უდიდესია სენდი, ისტერნი, რომელთა ფართობია 5,2 კმ). მიდუეი აშშ-სა და აზიის ქვეყნებს შორის საჰაერო გზის შუალედური ბაზაა. კუნძულ სენდზეა ტრანსწყნაროკეანური კაბელის სადგური, აეროდრომი, შუქურა. მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წლის 4-6 ივნისს მიდუეის რაიონში გაიმართა ბრძოლა იაპონიის საზღვაო დამრტყმელ შენაერთსა და ამერიკულ ფლოტს შორის. იაპონელებს განზრახული ჰქონდათ მიდუეიზე ამერიკული ოპერატიული ბაზის ხელში ჩაგდება, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდნენ. იაპონელებმა დაკარგეს 4 ავიამზიდი, 1 კრეისერი და 253 თვითმფრინავი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ამერიკელებმა დაკარგეს 1 ავიამზიდი, 1 საესკადრო ნაღმოსანი და 150 თვითმფრინავი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მიდუეი“-დან