სიმონ ბოლივარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 11:
[[1816]] წელს დაბრუნდა ვენესუელაში და წარმატებით შეებრძოლა ესპანელებს. ბოლივარის არმიას წარმატებებში ისიც უწყობდა ხელს, რომ მან გააუქმა მონობა ([[1816]]) და გამოსცა დეკრეტი განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცების მიწებით უზრუნველყოფის შესახებ. [[1819]] წელს ბოლივარის არმიამ დაამარცხა ესპანელთა ჯარები და დაიკავა [[ვენესუელა]]ს ტერიტორია. თუმცა ის ამით არ დაკმაყოფილდა და სრულიად [[ახალი გრანადის ვიცე-სამეფო|ახალი გრანადის]] განთავისუფლება გადაწყვიტა ესპანელთა ბატონობისგან. იმავე წელს ბოლივარი ვენესუელიდან თოვლიანი [[ანდები]]ს ქედით გადავიდა ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში. ანდებზე გადასვლისას მებრძოლებს უნდა გაევლოთ უღრანი ტროპიკული ტყეები, თოვლიანი მთები და ნიანგებით სავსე მდინარეები. წვიმა და თოვლი მებრძოლებს სახეში სცემდა, ბევრი მათგანი უფსკრულში ცვიოდა, 4 ათასი მეტრის სიმაღლის თოვლიან უღელტეხილებზე ასვლის დროს ჰაერის უკმარისობის გამო მებრძოლები გონს კარგავდნენ. ბოლივარი წინ მიუძღოდა ლაშქარს. დიდი გაჭირვების მიუხედავად, უღელტეხილები დაძლეულ იქნა. ბოლივარის გაწამებული, ჩამოძონძილი, ფეხშიშველი მეომრები ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში გადავიდნენ. [[ბოგოტას ბრძოლა|ბოგოტასთან ბრძოლაში]] ისინი გააფთრებით ეკვეთნენ ესპანელებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ბოლივარელებთან ხელჩართულ შერკინებას და დანებდნენ. [[ახალი გრანადის ვიცე-სამეფო|ახალი გრანადის]] დასავლეთი ნაწილი (თანამედროვე [[კოლუმბია]], [[პანამა]] და [[ეკვადორი]]) უკვე განთავისუფლებულ აღმოსავლეთ ნაწილთან ([[ვენესუელა]] გაერთიანდა და შეიქმნა [[დიდი კოლუმბია|დიდი კოლუმბიის]] რესპუბლიკა. ბოლივარი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.
 
[[ფაილი:Battle of Ayacucho.jpg|thumb|200px|[[აიაკუჩოს ბრძოლა|ბრძოლა აიაკუჩოსთან]]]]
[[1825]] წელს [[ზემო პერუ]]ს ტერიტორიაზე შეიქმნა რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბოლივარი. ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კონგრესმა ქვეყანას მის პატივსაცემად [[ბოლივია]] უწოდა.
ახალი გრანადის განთავისუფლების შემდეგ ბოლივარმა [[პერუ]]ში დაიწყო ბრძოლა. [[1824]] წლის 6 აგვისტოს სიმონ ბოლივარმა ესპანელები ხუნინთან დაამარცხა, ხოლო 9 დეკემბერს [[აიაკუჩოს ბრძოლა|აიაკუჩოს დაბლობზე]] ესპნელები გაანადგურა კოლუმბიის არმიამ [[ანტონიო ხოსე სუკრე]]ს მეთაურობით. [[1825]] წელს გამოცხადდა [[ზემო პერუ]]ს დამოუკიდებლობა და გამოცხადდა რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბოლივარი. ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კონგრესმა ქვეყანას მის პატივსაცემად [[ბოლივია]] უწოდა.
 
ბოლივარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა განმტკიცებას ცდილობდა. იგი გამოდიოდა ამ რესპუბლიკათა გაერთიანების მოთხოვნით. ამ მიზნით [[1826]] წელს მან [[პანამა]]ში კონგრესიც კი მოიწვია, მაგრამ თავისი გეგმების განხორციელებას ვერ მიაღწია. სეპარატისტულმა მოძრაობებმა გამოიწვია მისი ძალაუფლების დამხობა [[პერუ]]სა და [[ბოლივია]]ში, ხოლო დიდ კოლუმბიას გამოეყო [[ვენესუელა]] და [[ეკვადორი]]. [[1830]] წელს ბოლივარი თადარიგში გავიდა და ჩამოსცილდა სახელმწიფო საქმიანობას. ამის შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ბოლივარი“-დან