ღაზის სექტორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
 
ღაზის სექტორის ამჟამინდელი ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი საზღვრები 1848 წლის ომის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ შეთანხმდა, რაც 1949 წლის 24 თებერვალს დადასტურდა ისრაელ-ეგვიპტის დროებითი ზავით. შეთანხმების V თავში ნათქვამია, რომ სადემარკაციო ხაზი არ იქნებოდა საერთაშორისო საზღვარი. თავდაპირველად, ღაზის სექტორის ოფიციალური ამრთვა აიღო სრულიად პალესტინის ხელისუფლებამ, რომელიც 1948 წლის სექტემბერში არაბულმა ლიგამ დააარსა. ღაზის სექტორის სრულიად პალესტინის ხელისუფლება ეგვიპტის სამხედრო მმართველობის მიერ იმართებოდა და წარმოადგენდა მარიონეტულ სახელმწიფოს, სანამ ის 1959 წელს ოფიციალურად შეუერთდებოდა გაერთიანებულ არაბულ რესპუბლიკას. სრულიად პალესტინის ხელისუფლების დაშლიდან 1967 წლამდე, ღაზის სექტორი პირდაპირ იმერთებოდა ეგვიპტის სამხედრო მმართველის მიერ. 1967 წელს, ექვსდღიან ომში, ღაზის სექტორი ეგვიპტეს ისრაელმა წაართვა. 1993 წელს ხელმოწერილი ოსლოს ხელშეკრულების თანახმად, პალესტინელებით დასახლებული ცენტრების მმართველი ორგანო პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა, თუმცა ისრაელი მაინც ინარჩუნებდა კონტროლს საჰაერო სივრცეზე, ტერიტორიულ წყლებზე და საზღვრის გადაკვეთაზე, გარდა სექტორის სგვიპტესთან საზღვრის მონაკვეთისა. 2005 წელს, საკუთარი ცალმხრივი გათავისუფლების გეგმის თანახმად, ისრაელმა ღაზის სექტორი სრულიად დატოვა. 2006 წლის პალესტინის საკანონმდებლო არჩევნებისა და 2007 წელს ჰამასის მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ამავე წლის ივლისში, ჰამასი მოქმედებს როგორც ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველი, რომელმაც ასევე ჩამოაყალიბა ღაზის საკუთარი, ალტერნატიული მმართველობა.
 
 
2014 წელს, შერიგების მოლაპარაკებების შემდეგ, ჰამასმა და ფათჰმა პალესტინის სახელმწიფოს ფარგლებში ჩამოაყალიბეს პალესტინის ერთიანი ხელისუფლება. კოალიციის პრემიერ-მინისტრი გახდა რამი ჰამდალა და ასევე დაიგეგმა არჩევნები ღაზასა და დასავლეთ ნაპირში. 2014 წლის ივლისში, ისრაელსა და ჰამასს შორის წარმოშობილმა მსხვერპლიანმა ინციდენტებმა ისრაელს გზა გაუხსნა წამოეწყო სამხედრო ოპერაცია ოპერაცია ურღვევი კლდე.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ღაზის_სექტორი“-დან