კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 230:
=== პოლიტიკური პარტიები ===
კუკის კუნძულებზე მოქმედებს მხოლოდ ორი [[პოლიტიკური პარტია]]: [[კუკის კუნძულების პარტია]] და [[კუკის კუნძულების დემოკრატიული პარტია]]. ადრე მოქმედებდნენ სხვა რამოდენიმე ხანმოკლე პოლიტიკური გაერთიანებები.
 
=== შეიარაღებული ძალები ===
კუკის კუნძულების 1965 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის თავდაცვაზე პასუხისმგებელია ახალი ზელანდია, მაგრამ პრაქტიკაში ამ ფუნქციის შესრულება ხდება მხოლოდ კუკის კუნძულების მთავრობის მოთხოვნით.
 
კუკის კუნძულებსა და ახალ ზელანდიას შორის მოქმედებს ''ურთიერთდახმარების პროგრამა'' ({{lang-en|Mutual Assistance Programme}}), რომელშიც შედის კუკის კუნძულების განსაკუთრებული სანაპირო ეკონომიკური ზონის პატრულირება ახალი ზელანდიის საყარაულო კატერებით, კუკის კუნძულების საზღვაო პოლიციის ქვეგანყოფილებების სპეციალისტების სწავლება წყლის ქვეშ ჩასვლაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ახალზელანდიელი სპეციალისტებით ინსტრუქტირება<ref name="Defence">{{cite web|last=Cookisland.de.|url=http://www.cookislands.de/index.php?did=cookisstatus.pdf#|title=The Cook Islands’ unique constitutional and international status|publisher=|date=|accessdate=06-10-2007|deadlink=404|archiveurl=http://web.archive.org/20120104114636/www.cookislands.de/index.php?did=cookisstatus.pdf#|archivedate=2012-01-04}}</ref>. ახალზელანდიელი მრჩევლის ოფიციალური ადგილსამყოფელი კუკის კუნძულების თავდაცვის საკითხებში არის ქალაქი [[უელინგტონი]].
 
1987 წელს კუკის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა ტომ დევისმა ქვეყანა გამოაცხადა ნეიტრალურად, როგორც კი ახალმა ზელანდიამ უარი თქვა შეეშვა თავის პორტებში ატომური იარაღით ან ატომური ძალოვანი მოწყობილობებით აღჭურვილი ამერიკული სამხედრო გემები. მან კონსტატირება გაუკეთა იმ ფაქტს, რომ ახალ ზელანდიას არა აქვს უფლება განახორციელოს ქვეყნის თავდაცვა, როდესაც ქვეყნებს შორის ამ საკითხზე არსებული შეთანხმებები დიდი ხნის მოძველებულია<ref name="Defence" />.
 
1993 წელს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გაცვლილი გზავნილებით მიღწეული იქნა კომპრომისი, რომლის თანახმადაც ახალმა ზელანდიამ აღიარა კუკის კუნძულების მთავრობის უპირობო კონტროლი არა მარტო მის საგარეო პოლიტიკაზე, არამედ თავდაცვაზეც<ref name="Defence2">{{cite web|last=Cook Islands Government Online.|url=http://www.cook-islands.gov.ck/history.php#|title=Voyage to Statehood. Defence.|publisher=|date=|accessdate=06-10-2007|archiveurl=http://www.webcitation.org/615knSnS9|archivedate=2011-08-21}}</ref>.
 
შიდა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ეროვნული [[პოლიცია|პოლიციის]] ფორმირება. პოლიციის კომისარი ინიშნება პოლიციის მინისტრის მიერ.
 
=== საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები ===
კუკის კუნძულების [[საგარეო პოლიტიკა|საგარეო პოლიტიკის]] საკითხები კუკის კუნძულების 1964 წლის კონსტიტუციური აქტის საფუძველზე ახალი ზელანდიის დაქვემდებარებაშია, რომელმაც უნდა შეათანხმოს ამ სფეროში მოქმედებები კუკის კუნძულების ხელისუფლებასთან<ref name="ConstitutionAct">[http://www.cookislands.de/index.php ?did=ci_constitution_act_1964.pdf Cook Islands Constitution Act 1964]</ref>. მაგრამ, 1980-იანი წლებიდან დაწყებული, თვითმართვადი ტერიტორიის საგარეო პოლიტიკაში მოღვაწეობამ მიიღო უფრო მეტი დამოუკიდებელი ხასიათი. მაგალითად, კუკის კუნძულებს ახალი ზელანდიისგან დამოუკიდებლად აქვს უფლება ხელი მოაწეროს რეგიონალურ და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, შევიდეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, დაამყაროს [[კონსული|საკონსულო]] და [[დიპლომატი]]ური ურთიერთობები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, თავის საგარეო პოლიტიკურ მოქმედებაში გამოვიდეს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო<ref name="ForeignAffairs">[http://www.cookislands.de/index.php?did=CI_VTS.pdf «The Cook Islands — A Voyage To Statehood». Occasional Publication No. 1 July, 1998 by the Ministry of Foreign Affairs and Immigration Rarotonga Cook Islands]</ref> (მაგრამ მიუხედავად ამისა, კუკის კუნძულები არ არის [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] წევრი).
 
კუკის კუნძულები მთელი რიგი რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: [[წყნარი ოკეანის კუნძულების ფორუმი]], [[სამხრეთ წყნარი ოკეანის კომისია]], [[აზიის განვითარების ბანკი]], [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია]], [[გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია]], [[იუნესკო]], [[აფრიკის, კარიბის ზღვის და წყნარი ოკეანის რეგიონი]] და სხვა ორგანიზაციები. ქვეყანას აქვს ხუთი დიპლომატიური წარმომადგენლობა საზღვარგარეთ: ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]], [[ნორვეგია]]ში და [[ევროპის კავშირი|ევროპის კავშირში]]<ref name="DiplomaticCorps">[http://www.cookislands.de/files/diplomatic_corps.pdf Diplomatic corps of the Cook Islands]</ref>.
 
== ადმინისტრაციული დაყოფა ==