კუკის კუნძულები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 170:
 
== ისტორია ==
[[რადიონახშირბადი]]ს ანალიზის მონაცემებით, კუკის კუნძულების სამხრეთისამხრეთის ჯგუფში თავდაპირველად დასახლდნენ [[პოლინეზიელები]] დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 500 წელს. შედარებითი ლინგვისტიკის მონაცემების მიხედვით, სამხრეთისამხრეთის ჯგუფის კუნძულებზე მოსახლეობა დასახლდა [[საზოგადოების კუნძულები]]დან, რომლებიც, თავის მხრივ, იქ დასახლდა [[მარკიზის კუნძულები]]დან. ამასთან ერთად გაყოფა პრამარკიზულ და პრატაიტურ ენებს შორის მოხდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 900 წელს. ჩრდილოეთის ჯგუფის კუნძულებზე (გარდა პუკაპუკასი, რომელზეც მოსახლეობა სავარაუდოდ დასახლდა კუნძულ [[სამოა]]დან) მოსახლეობა გადმოსახლდა ან სამხრეთის ჯგუფის კუნძულებიდან, ან პირდაპირ საზოგადოების კუნძულებიდან.
 
[[ესპანეთი|ესპანელი]] ზღვაოსანი ალვარო დე მენდანია და პედრო ფერნანდეს კიროსი გახდნენ პირველი [[ევროპა|ევროპელები]], რომლებმაც მიაღწიეს კუნძულს. პირველად აღმოჩენილი იქნა კუნძული პუკაპუკა, რომელსაც 1595 წელს მენდანიამ სახელად დაარქვა კუნძული ''სან-ბერნარდო''. უკვე XVII საუკუნის შუაში კუნძულები გამოიკვლიეს [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანელმა]] ზღვაოსნებმა. 1773—1774 წლებში და 1777 წელს გამოჩენილმა [[ინგლისი|ინგლისელმა]] მოგზაურმა [[ჯეიმზ კუკი|ჯეიმზ კუკმა]] აღმოაჩინა კუნძულები მანუაე, პალმერსტონი, მანგაია და ატიუ. მან აღმოჩენილ სამხრეთის ჯგუფის კუნძულებს სახელად დაარქვა ''ჰერვის კუნძულები''. თავისი დღევანდელი დასახელება არქიპელაგმა მიიღო მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც კუნძულები შეისწავლა რუსმა მოგზაურმა ივან კრუზენშტერნმა.