სერბეთ-ბულგარეთის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
 
== ომის მსვლელობა ==
[[ფაილი:Battle of Slivnitsa.jpg|მინი|[[ალექსანდრ ბატენბერგი]] [[სილვინიცას ბრძოლა|სილვინიცას ბრძოლის]] დროს.]]
სერბებმა საზღვარი 14 ნოემბერს გადაკვეთეს და დაიწყეს შეტევის განვითარება [[ბულგარეთი]]ს ტერიტორიის სიღრმეში, მაგრამ შეტევა სწრაფად შეჩერდა როდესაც სერბები მიადგნენ ქალაქ [[სილვინიცა]]ს 16-19 ნოემბერს სერბეთის არმია წარუმატებლად უტევდა ბულგარელების პოზიციებს, ამავე დროს ტიმოკის დივიზიამ ალყაში მოაქცია ქალაქი [[ვიდინი]] თუმცა ვერავითარი წარმატების მიღწევა ვერ შეძლო და უკვე ომის დასრულების შემდეგ, 29 ნოემბერს მოხსნა ალყა ქალაქს და სერბეთში დაბრუნდა. სილვინიცასთან განცდილი მარცხის შემდეგ სერბებმა უკან დახევა დაიწყეს და უკვე 24 ნოემბერს სერბეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. ბულგარელებმა კი კონტრშეტევა წამოიწყეს ქალაქ [[პიროტი]]ს მიმართულებით 26-27 ნოემბერს გაიმართა [[პიროტის ბრძოლა]] სადაც ბულგარელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს სებებზე და აიძულეს ისინი დაეტოვებინათ პიროტი, სერბები [[ნიში (სერბეთი)|ნიშში]] გამაგრდნენ, ბულგარელებმა კი დაიწყეს მზადება ნიშის იერიშისთვის. თუმცა 28 ნოემბერს ავსტრო-უნგრეთის ელჩი სერბეთში შეხვდა ბულგარელ სამხედროებს და გააფრთხილა, რომ თუ ისინი განაგრძობდნენ საბრძოლო მოქმედებებს მათ უკვე [[ავსტრია-უნგრეთი]]ს არმიასთან მოუწევდათ ბრძოლა. ავსტრია-უნგრეთთან ომის თავიდან აცილების მიზნით ბულგარელებმა შეწყვიტეს საბრძოლო მოქმედებები და დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიაზე, სერბები ომის დასრულების მიუხედავად მაინც ცდილობდნენ აეღოთ ვიდინი და ზავის დადების დროს თავისთვის უფრო მომგებიანი პირობები მიეღოთ.
 
==საზავო ხელშეკრულება ==