სიმონ ჯანაშია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
== ბიოგრაფია ==
ჯანაშია უმთავრესად იკვლევდა ძველი და ადრინდელი შუა საუკუნეების [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] პრობლემებს. მის შრომებში სრულიად ახლებურადაა გაშუქებული [[ქართველები|ქართველთა]] ეთნოგენეზის, კლასებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების, [[ფეოდალიზმი]]ს გენეზისის საკითხები. ჯანაშიამ შეიმუშავა [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] ახლებური, მეცნიერულად დამუშავებული პერიოდიზაცია. მან პირველმა გამოყო [[საქართველოს ისტორია]]ში პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდი. ჯანაშიას თვალსაზრისით, პირველყოფილი თემური წყობილების რღვევა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვა ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის შუა ხანიდან იწყება და ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა ხანაში ყალიბდება პირველი ქართული სახელმწიფოები — [[კოლხეთის სამეფო]] ([[ძვ. წ. VI საუკუნე|ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნე]]) და [[ქართლის სამეფო|ქართლის (იბერიის) სამეფო]] ([[ძვ. წ. IV საუკუნე|ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნე]]). ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან უკვე იწყება [[ფეოდალიზმი]]ს ხანა საქართველოში. [[X საუკუნე]]ში მთავრდება ადრინდელი ფეოდალიზმის ეტაპი და იწყება მოფიწულიმოწიფული, ანუ განვითარებული [[ფეოდალიზმი]]ს ეტაპი.
 
მეცნიერის აზრით, მართალია, ანტიკური ხანის ქართულ სახელმწიფოებში, კოლხეთისა და ქართლის სამეფოებში, მონათმფობელური წყობილება არსებობდა, მაგრამ მონურ შრომას უმთავრესად სატაძრო მეურნეობებსა და ქალაქებში იყენებდნენ. მიწისმოქმედთა ძირითადი მასა კი სასოფლო თემებში გაერთიანებული პირადად თავისუფალი მწარმოებლების სახით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ფეოდალური ურთიერთობა საქართველოში მას უშუალოდ გვაროვნული წყობილების დაშლის საფუძველზე შექმნილად მიაჩნდა („საქართველოს ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე“, 1937; „ფეოდალური რევოლუცია საქართველოში“, 1935; „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 საუკუნის დამდეგამდე“, 1936).
ხაზი 49:
ჯანაშიამ მნიშვნელოვანი შრომა გასწია საქართველოს ისტორიულ წყაროთა გამოცემის, უცხოური წყაროების ცნობების [[ქართული ენა|ქართულად]] თარგმნის თუ მათი წყაროთმცოდნეობითი ანალიზის ხაზით. არაერთი ნაშრომი მიუძღვნა მან ქართული კულტურის ისტორიას, [[ისტორიული გეოგრაფია|ისტორიული გეოგრაფიის]] საკითხებს. ჯანაშია ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებებს საქართველოში. 1940 წლიდან ის სათავეში ჩაუდგა [[მცხეთა|მცხეთის]] ტერიტორიაზე დაგეგმილ არქეოლოგიურ სამუშაოებს. მოპოვებული ახალი მასალის ანალიზი აისახა მის შრომებში და „საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში“. 1943 წელს ჯანაშიას, [[ნიკო ბერძენიშვილი]]სა და [[ივანე ჯავახიშვილი]]ს ავტორობით (რედაქტორი სიმონ ჯანაშია) გამოვიდა [[საქართველოს ისტორია|საქართველოს ისტორიის]] სასკოლო სახელმძღვანელო უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე. 1926 წლიდან ჯანაშია წლების მანძილზე კითხულობდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] აფხაზური ენის კურსს, ლექციებს საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობაში, საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს, ატარებდა სპეციალურ კურსებსა და სემინარებს. ჯანაშიას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი, მათ შორის 10 [[მონოგრაფია]].
 
ჯანაშია ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მუშაობას. იყო სსრკ II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯიდოებულია 2 [[ლენინის ორდენი]]თ, [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თა და მედლებით. სსრკ სახელმწიფო პრემიის ორგზის (1943, 1947) ლაურეატი. სიმონ ჯანაშიას სახელობისაა [[სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი|საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი]], ერთ-ერთი ქუჩა თბილისში, დაწესებულია [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ჯანაშიას სახელობის პრემია. 1947 წელს რეჟისორებმა [[ირაკლი კანდელაკი|ირაკლი კანდელაკმა]] და [[შალვა ჩაგუნავა]]მ გადაიღეს კინონარკვევი „აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას ხსოვნას“. სიმონ ჯანაშია დაკრძალულია [[მთაწმინდის პანთეონი|მთაწმინდის პანთეონში]].
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_ჯანაშია“-დან