ისაბელ II (ესპანეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
}}
'''ისაბელა II''' ({{lang-es|Isabel II}}; დ. [[10 ოქტომბერი]], [[1830]], [[მადრიდი]] — გ. [[19 აპრილი]], [[1904]], [[პარიზი]]) — [[ესპანეთი]]ს დედოფალი [[1833]]-[[1868]] წლებში, [[1837]] წლიდან იგი იყო ესპანეთის [[კონსტიტუციური მონარქია|კონსტიტუციური მონარქიის]] პირველი მონარქი.
 
[[ფერდინანდ VII]]-ისა და [[მარია კრისტინა (ესპანეთის დედოფალი)|მარია კრისტინა ნეაპოლელის]] შვილი. სამეფო ტახტი დაიკავა ფერდინანდის მიერ [[სალიკური სამართალი]]ს შეცვლის შედეგად. მცირეწლოვან დედოფალს ტახტს ეცილებოდა ბიძამისი [[დონ კარლოს უფროსი|დონ კარლოსი]], რამაც გამოიწვია პირველი [[კარლისტური ომები|კარლისტური ომი]].
 
დედოფალ ისაბელას ბრძანებით [[1850]] წელს მადრიდში სამეფო თეატრი ააშენეს.
 
[[ესპანეთის მეხუთე რევოლუცია|დაამხეს]] [[1968]] წელს და ქვეყნიდან გაიქცა. [[1870]] წელს ემიგრაციაში ყოფნის დროს უარი თქვა ტახტზე შვილის [[ალფონსო XII (ესპანეთი)|ალფონსო XII-ის]] სასარგებლოდ. შვილისა და შვილიშვილის მეფობის პერიოდში ცხოვრებას მაინც [[პარიზი|პარიზში]] ატარებდა და [[1904]] წელს იქვე გარდაიცვალა.
 
== ოჯახი ==
[[1846]] წელს დააქორწინეს საკუთარ ბიძაშვილზე [[ფრანსისკო დე ასის ბურბონი|ფრანსისკო ბურბონზე]] ([[1822]]-[[1902]] წწ.), რომელსაც იმპოტენტისა და ჰომესექსუალის რეპუტაცია ჰქონდა. დედოფალი სულაც არ აპირებდა თავისი სიამოვნება ქვეყნის ინტერესებისათვის შეეწირა. მისი მრავალრიცხოვანი საყვარლები ძირითადად დაბალი ფენებიდან იყვნენ. მისმა შვილებმა მამების სახელების მიხედვით მიიღეს ზედწოდებები. მაგალითად: მარია ისაბელას უწოდებდნენ არანუელას, რადგან მამამისი იყო ოფიცერი ლუდვიგ არანი. [[ალფონსო XII (ესპანეთი)|ალფონსოს]], მამის, ოფიცერ პუიგა მოლტოს მიხედვით პუიგმოლტეხოს უწოდებდნენ. ფრანსისკო დე ასის ბურბონმა დედოფლის ყველა შვილი თავისად აღიარა:
 
* მარია ისაბელა ([[1851]]—[[1931]]), ასტურიის პრინცესა, ჯიჯენტოს გრაფის, გაეტანის ცოლი.
* მარია კრისტინა ([[1854]]—[[1897]]),
* [[ალფონსო XII (ესპანეთი)|ალფონსო XII]] ([[1857]]—[[1885]]), ესპანეთის მეფე 1874—1885 წწ.;
* მარია დე პილარი ([[1861]]—[[1879]]),
* მარია დე ლა პას ესპანელი ([[1862]]—[[1946]]), ლუდვიგ ფერდინანდ ბავარიელის ცოლი;
* ეულალია ([[1864]]—[[1958]]), ინფანტ ანტონიო ორლეანელის ცოლი.
 
 
{{ესპანეთის მონარქები}}